საქართველოს უნივერსიტეტის მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ სტაჟირებაზე Business Development Associate-ს მიმართულებით ერთ-ერთ კომპანიაში.
კომპანია გთავაზობთ:
- მოსახერხებელ სამუშაო დროს;
- მეგობრულ და მოტივირებულ გუნდს.
ძირითადი მოვალეობები:
- პოტენციური გაყიდვების სტრატეგიული გეგმების შემუშავება და შესრულება;
- არსებული ანგარიშების ზრდა;
- ახალი ბიზნეს შესაძლებლობების გამოვლენა და განვითარება;
- მჭიდრო თანამშრომლობა მენეჯმენტის გუნდთან, რათა უზრუნველყოს ყველა დაინტერესებული მხარე ინფორმირებული გაყიდვების გუნდის პროგრესის შესახებ;
- ბიზნესის განვითარების ყველა აქტივობის კოორდინაცია და დროულად შესრულება;
- გაყიდვების პროცესის დოკუმენტირება და დახურვა;
- წინადადებებისა და საპრეზენტაციო მასალის შექმნა;
- მომხმარებელთან ურთიერთობის მართვა.
ძირითადი მოთხოვნები:
- მინიმუმ ბაკალავრის ხარისხი ბიზნესის ან მარკეტინგის მიმართულებით;
- სასურველია გაყიდვებში და მსგავს პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება;
- მომხმარებელთან ურთიერთობის მენეჯმენტში (CRM) გამოცდილება;
- MS Office და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა აუცილებელია.
პიროვნული კომპეტენციები და უნარები:
- ახალი ტექნოლოგიების სწრაფად სწავლისა და გამოყენების უნარი;
- ძლიერი ბიზნეს უნარები;
- ძლიერი დროის მენეჯმენტისა და ორგანიზაციულობის უნარი;
- გუნდურად და დამოუკიდებლად კარგად მუშაობის უნარი;
- ძლიერი ლიდერობისა და ხალხის მართვის უნარები;
- ზეწოლის ქვეშ მუშაობის უნარი;
- დეტალებისადმი დიდი ყურადღება და სიზუსტე.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი - თბილისი Axis towers;
- სტაჟირება ანაზღაურებადია.
დამატებითი ინფორმაცია:
- ინფორმაცია დამსაქმებელი კომპანიის შესახებ იხილეთ აქ.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge სათაურის ველში მიუთითეთ - სტაჟირება - Business Development Associate.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 507. career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22.