საქართველოს უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ სტაჟირებაზე გაყიდვების მიმართულებით ერთ-ერთ კომპანიაში.
ძირითადი მოვალეობები:
- პოტენციური კლიენტების მოძიება და კომპანიის მომსახურებების შეთავაზება;
- კლიენტების ბაზების ფორმირების, დამუშავებისა და ანალიზის პროცესში ჩართულობა;
- პოტენციურ კლიენტებთან სატელეფონო ზარების განხორციელება.
- პარტნიორ კომპანიებთან ურთიერთობა და კომუნიკაცია;
- პროდუქტების გაყიდვის სტრატეგიის შემუშავება;
- პერსონალური და გუნდური გეგმის შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
- საოფისე პროგრამების (MS Office) მაღალ დონეზე ცოდნა;
- ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ფლობა.
პიროვნული კომპეტენციები და უნარები:
- კომუნიკაბელურობა, ენერგიულობა, შრომისმოყვარეობა;
- გამართული მეტყველების და პრეზენტაციის უნარი;
- დეტალებსა და შედეგებზე ორიენტირებულობა;
- დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- დროის მენეჯმენტი.
სამუშაო პირობები:
- გამოსაცდელი ვადა - 3 თვე;
- სამუშაოს ტიპი - სრული განაკვეთი;
- სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი;
- სამუშაო საათები: 10:00-19:00;
- ანაზღაურება განიხილება ინდივიდუალურად.
დამატებითი ინფორმაცია:
- ინფორმაცია დამსაქმებელი კომპანიის შესახებ იხილეთ აქ.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV 2023 წლის 25 იანვრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge სათაურის ველში მიუთითეთ - სტაჟირება გაყიდვების მიმართულებით.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 507. career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22.