ვაკანსია
საქართველოს უნივერსიტეტის მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ ერთ-ერთ აუდიტორულ და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიაში სტაჟირებაზე.
ძირითადი მოვალეობები:
· პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვის პროცესში მონაწილეობის მიღება;
· კლიენტების მხარდაჭერაში მონაწილეობის მიღება;
· სამუშაო ფაილების მომზადება;
· კლიენტებისათვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
· კლიენტებისგან სხვადასხვა ინფორმაციის გამოთხოვა;
· პროგრამის ფუნქციონალის ტესტირება;
· ტექნიკური დავალებების მომზადება;
· სტაჟირების პროგრამით გათვალისწინებულ შიდა ტრენინგებში მონაწილეობა;
· სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები:
· განათლება ფინანსების ან ეკონომიკის განხრით;
· სავალდებულოა ფინანსური აღრიცხვის საფუძვლების ცოდნა;
· ინგლისური ენის ცოდნა (წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია), სასურველია რუსული ენის ცოდნა;
· MS Office-ის პროგრამების საბაზისო ცოდნა;
· ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
· გუნდურად მუშაობის უნარი;
· ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი.
დამატებითი დეტალები:
· ის კანდიდატები, რომლებიც დააკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს, გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:
o I ტესტირება;
o II გასაუბრება;
· სტაჟირების ხანგრძლივობაა 6 თვე - კანდიდატები, რომლებიც სტაჟირების პროგრამას წარმატებით გაივლიან, დასაქმდებიან კომპანიაში;
· სრული სამუშაო გრაფიკი, ორშაბათი - პარასკევი;
· ინფორმაცია დამსაქმებელი კომპანიის შესახებ იხლე აქ.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV 2021 წლის 23 მაისის ჩათვლით შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge სათაურის ველში მიუთითეთ - სტაჟირება - სააღრიცხვო პროგრამა ბალანსის გუნდში.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარსდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 111. career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22.