ვაკანსია
სტაჟირება საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობის მიმართულებით
საქართველოს უნივერსიტეტის მეორე, მესამე კურსის სტუდენტებს, დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ სტაჟირებაზე საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობის მიმართულებით ერთ-ერთ კომპანიაში.
ძირითადი მოვალეობები:
· დონორების მოძიება (როგორც ადგილობრივი, ასევე, საერთაშორისო) და მათთან პირველადი კომუნიკაციის დამყარება;
· არსებულ დონორებთან აქტიური კომუნიკაცია;
· ასოციაციის მიზნების შესაბამისი გრატების მოძიება;
· საგრანტო განაცხადების/პროექტების შევსება;
· რეპორტინგის წარმოება უშუალო ხელმძღვანელთან.
ძირითადი მოთხოვნები:
· სტუდენტი ბიზნეს ადმინისტრირების ან/და სხვა მსგავსი პროფესიის მიმართულებებით;
· MS Office;
· აუცილებელია ინგლისური ენის მაღალ დონეზე (C1) ფლობა.
·
პიროვნული კომპეტენციები და უნარები:
· პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
· ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
· დეტალებზე ორიენტირებულობა;
· ორგანიზებულობა.
·
დამატებითი ინფორმაცია:
· სტაჟირების პერიოდი - 3 თვე;
· ანაზღაურების ტიპი - ანაზღაურებადი;
· სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი;
· ინფორმაცია დამსაქმებელი კომპანიის შესახებ იხილეთ აქ.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV მისამართზე - career@ug.edu.ge სათაურის ველში მიუთითეთ - სტაჟირება საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობის მიმართულებით.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარსდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 507. career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22.