ვაკანსია
საქართველოს უნივერსიტეტის მესამე, მეოთხე კურსის სტუდენტებს, დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ სტაჟირებაზე შესყიდვების დეპარტამენტში ერთ-ერთ კომპანიაში.
კომპანია გთავაზობთ:
· პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას;
· სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
· უფასო ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
· FitPass ბარათს;
· უფასო კვებას.
ძირითადი მოვალეობები:
· შემოსული მოთხოვნის შესაბამისად პროდუქციის მოძიება/შესყიდვა;
· მომწოდებლებთან შესყიდვასთან დაკავშირებული მოლაპარაკების წარმოება;
· უშუალო ხელმძღვანელობის რეპორტინგი.
ძირითადი მოთხოვნები:
· სასურველია უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ბიზნესის მიმართულებით;
· სასურველია Excel-ის საბაზისო დონეზე ცოდნა;
· აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე, თურქული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული კომპეტენციები და უნარები:
· პასუხისმგებლობის გრძნობა;
· განვითარებაზე ორიენტირებული;
· მოლაპარაკების წარმოების კარგი უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
· სამუშაო ხანგრძლივობა: სრული, 9:00 – 6:00 ან 10:00 – 7:00;
· ანაზღაურება: 300 ლარი;
· სტაჟირების პერიოდი: 3 თვე, დასაქმების პერსპექტივით;
· ინფორმაცია დამსაქმებელი კომპანიის შესახებ იხილეთ აქ.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV 2022 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge სათაურის ველში მიუთითეთ - სტაჟირება შესყიდვების დეპარტამენტში.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარსდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 507. career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22.