საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებს, დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ სტაჟირების 6 თვიან პროგრამაზე ერთ-ერთ კომპანიაში.
სტაჟირების მიმართულებები:
- Business Development / ბიზნესის განვითარება (ახალი ვენდორების მოზიდვა, არსებული ბიზნეს ერთეულების საქმიანობის ანალიტიკა სხვადასხვა მონაცემების საფუძველზე და პარტნიორული ურთიერთობების განვითარება.);
- Trade Marketing / სავაჭრო მარკეტინგი (ვენდორებთან ურთიერთობა, სხვადასხვა სავაჭრო კამპანიების დაგეგმვა მონაცემებზე დაფუძნებული ანალიზის საფუძველზე);
- Supply Planning / მარაგების დაგეგმვა (პროდუქციის მარაგების მართვა, გაყიდვების მონაცემების ანალიზი, პროდუქციის მოთხოვნის განსაზღვრა.);
- Order Uploading / შეკვეთების დამუშავება (ქსელურ კლიენტებთან ავტომატიზირებული შეკვეთების ორგანიზება. ყოველთვიური ანგარიშების წარმოება და ანალიზი.);
- Sales reporting / გაყიდვების რეპორტინგი (გაყიდვების მონაცემების რეპორტინგი და ანალიზი.);
- Human Resources / ადამიანური რესურსები (ახალი თანამშრომლების შერჩევა, აყვანა და დოკუმენტაციის ადმინისტრირება HR სისტემების გამოყენებით.);
- IT & Processes / IT და პროცესები (სისტემებთან, პროცესების განახლებასთან და ოპტიმიზაციასთან დაკავშირებული პროექტების ანალიტიკა.);
- Budgeting and Financial Analysis / ბიუჯეტირება და ფინანსური ანალიზი (ორგანიზაციის მასშტაბით წლიური ბიუჯეტის დაგეგმვა და მუდმივი მონიტორინგი.)
ძირითადი მოთხოვნები:
- პროგრამა განკუთვილია ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების, მათემატიკის და ფსიქოლოგიის საბაკალოავრო პროგრამის მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტებისთვის.
სამუშაო პირობები:
- შეთანხმებით: სრული სამუშაო განაკვეთი - 40 სთ კვირაში / ნახევარი სამუშაო განაკვეთი - 20 სთ კვირაში;
- ანაზღაურება: 500 ლარი თვეში - სრული განაკვეთი / 250 ლარი თვეში - ნახევარი განაკვეთი;
- შერეული: ოფისში და დისტანციურად;
- უფასო კაფეტერია;
- სამარშუტო ტაქსით ტრანსპორტირება.
დამატებითი ინფორმაცია:
- სტაჟირების პროგრამაზე დასარეგისტრირებელი ბმული იხილეთ აქ.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 507. career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22.