საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებს, დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ სტაჟირებაზე პროექტების მართვის გუნდში ერთ-ერთ კომპანიაში.
ძირითადი მოვალეობები:
- დახმარება და კომუნიკაცია კონსულტანტებთან, კლიენტებთან, პარტნიორებთან და ბენეფიციარებთან;
- სხვადასხვა საპროექტო დოკუმენტების თარგმნა ქართულიდან ინგლისურად და პირიქით;
- ადმინისტრაციული დახმარების გაწევა პროექტის მენეჯმენტში, როგორიცაა:
- CV-ის შქმნა
- ტრენინგების, შეხვედრების, კონფერენციების და ა.შ.
- სხვა საჭირო ადმინისტრაციული და/ან სხვა საქმიანობის უზრუნველყოფა, რომლებიც დაკავშირებულია პროექტთან ან შეიძლება იყოს კონსულტირებული ხელმძღვანელის მიერ.
ძირითადი მოთხოვნები:
- ბიზნესის ადმინისტრირების, პოლიტიკური მეცნიერებების, საერთაშორისო ურთიერთობების ან სხვა მომიჯნახე სპეციალობის კურსდამთავრებული (ბაკალავრიატი და მაგისტრატურა);
- ინგლისური ენის თავისუფლად ფლობა, როგორც წერილობით, ასევე სიტყვიერად;
- შესანიშნავი კომუნიკაციისა და ინტერპერსონალური უნარ-ჩვევები.
სამუშაო პირობები:
- ადგილმდებარეობა - თბილისი;
- სამუშაო განრიგი: ნახევარ განაკვეთი, ჰიბრიდული;
- სამუშაო ენა: ქართული, ინგლისური;
- ხანგრძლივობა: 3 თვე.
დამატებითი ინფორმაცია:
- ინფორმაცია დამსაქმებელი კომპანიის შესახებ იხილეთ აქ.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV 2023 წლის 3 ივლისის ჩათვლით შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge სათაურის ველში მიუთითეთ - Intern 06/23.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 507. career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22.