ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

ვაკანსია

სტაჟირება ფინანსურ დეპარტამენტში
19 December 2019

საქართველოს უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ ერთ-ერთ ინდუსტრიულ ჰოლდინგში ფინანსური დეპარტამენტის სტაჟიორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

·         ხაზინის საოპერაციო და ადმინისტრაციული დავალებების შესრულება, მათ შორის:

§  ხაზინის პროგრამული უზუნრველყოფის საშუალებით ჯგუფის კომპანიების ფულადი რესურსების ყოველდღიური მონიტორინგი და გრძელვადიან ფულადი სახსრების პროგნოზირების პროცესში ჩართულობა;

§  ვალუტის კურსების ყოველდღიური მონიტორინგი. სხვადასხვა წაყროებზე დაყრდნობით ზოგადი ტენდენციების/ სავალუტო ბაზართან დაკავშირებული სიახლეების მონიტორინგი და უშუალო ხელმძღვანელთან კომუნიკაცია;

§  ხელმძღვანელის მითითებით საბანკო/არასაბანკო სახაზინო პროდუქტების/კონტრაქტების ფორმალიზების ნაწილში მონაწილეობის მიღება;

§  ახალი კომპანიებისთვის ანგარიშის გახსნა, საჭირო ფორმების შევსება; არსებულ კომპანიებზე პერიოდულად სადამფუძნებლო დოკუმენტაციების შეგროვება/განახლება და ბანკებისთვის მიწოდება;

§  ხაზინის პროგრამული უზრუნველყოფის ტექნიკური ხარვეზების მონიტორინგი და კომუნიკაცია ტექნიკურ გუნდთან გამოსწორების მიზნით;

§  უშუალო ხელმძღვანელის დავალებით სტრუქტურულ ერთეულებათან ურთიერთობა და საჭირო ინფორმაციის გამოთხოვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

·         განათლება ფინანსების/ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;

·         კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა;

·         ინგლისური ენის ცოდნა;

·         სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;

·         გუნდური მუშაობის უნარი.

ხანგრძლივობა - 3-6 თვე

ინფორმაცია კომპანიის შესახებ იხილეთ აქ

 

გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV 2019 წლის 29 დეკემბრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge სათაურის ველში მიუთითეთ - სტაჟირება ფინანსურ დეპარტამენტში.

დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარსდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 117.  career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22(*388).

SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი