საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ საქართველოში მოქმედ ერთერთ საერთაშორისო ლოგისტიკისა და B2B გაყიდვების სფეროში პროფესიული კარიერის დასაწყებად სტუდენტური სტაჟირების პროგრამაზე.
რას ისწავლიან მონაწილეები:
-
კომპანიების მოძიებასა და პოტენციური B2B კლიენტების იდენტიფიცირებას;
-
ბიზნესინფორმაციის კვლევას, გადამოწმებასა და სტრუქტურირებულ დამუშავებას;
-
პროფესიულ სატელეფონო და წერილობით კომუნიკაციას;
-
საერთაშორისო გადაზიდვების ძირითადი მიმართულებებისა და გაყიდვების პროცესის გაცნობას;
-
რეალურ სამუშაო გარემოში მონაცემებთან, გუნდთან და სამუშაო ინსტრუმენტებთან მუშაობას.
ძირითადი სამუშაო ამოცანები:
-
საქართველოს იმპორტიორი კომპანიების ბაზების დამუშავება და განახლება;
-
კომპანიების კვლევა ვებგვერდების, LinkedIn-ისა და ბიზნესკატალოგების საშუალებით;
-
საკონტაქტო პირებისა და ინფორმაციის მოძიება და სიზუსტის გადამოწმება;
-
სატელეფონო კომუნიკაცია ინფორმაციის დაზუსტების მიზნით — პირდაპირი გაყიდვების გარეშე;
-
პოტენციური კლიენტების კლასიფიკაცია საქმიანობისა და სავარაუდო მოცულობის მიხედვით.
ვის ვეძებს კომპანია:
ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის სტუდენტებს, რომლებსაც აქვთ პასუხისმგებლობის გრძნობა, კომუნიკაციის უნარი და სწავლის სურვილი. აუცილებელია ქართული ენის თავისუფლად ფლობა და MS Excel-ის საბაზისო ცოდნა; ინგლისური ენის ცოდნა უპირატესობაა.
Სტაჟირების ხანგრძლივობა: 3 თვე;
ანაზღაურება:800 ლარი;
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ კარიერული განვითარების და დასაქმების სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარდგეთ დამსაქმებლის წინაშე.
საკონტაქტო ინფორმაცია:
E-mail: career@ug.edu.ge
Tel: +995 511 30 27 47
მისამართი: საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, ოთახი 108ა