საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ საქართველოში მოქმედ ერთერთ საერთაშორისო ლოგისტიკისა და B2B გაყიდვების სფეროში პროფესიული კარიერის დასაწყებად სტუდენტური სტაჟირების პროგრამაზე.
რას ისწავლიან მონაწილეები:
-
საერთაშორისო გადაზიდვების ორგანიზების ძირითად ეტაპებსა და ლოგისტიკური პროცესების ლოგიკას;
-
საგზაო, საზღვაო, საჰაერო და სარკინიგზო გადაზიდვების თავისებურებებს;
-
გადამზიდავებთან და უცხოელ პარტნიორებთან პროფესიულ წერილობით კომუნიკაციას;
-
სატრანსპორტო შეთავაზებების, მარშრუტების, ტრანზიტის ვადებისა და ხარჯების შედარების საფუძვლებს;
-
გადაზიდვების სტატუსების, დოკუმენტაციისა და საოპერაციო მონაცემების მოწესრიგებულ მართვას.
ძირითადი სამუშაო ამოცანები:
-
ლოგისტიკოსების დახმარება გადამზიდავებისა და საერთაშორისო პარტნიორების მოძიებაში;
-
მარშრუტების, სატრანსპორტო პირობებისა და სავარაუდო ტრანზიტის ვადების შესახებ ინფორმაციის შეგროვება;
-
პარტნიორებისგან ტარიფებისა და პირობების გამოთხოვა და მიღებული მონაცემების სისტემატიზაცია;
-
მიმდინარე გადაზიდვების სტატუსების გადამოწმება და შესაბამისი ინფორმაციის განახლება;
-
სატრანსპორტო დოკუმენტებისა და საოპერაციო ჩანაწერების მომზადებაში დახმარება, პასუხისმგებელი ლოგისტიკოსის ზედამხედველობით.
ვის ვეძებს კომპანია:
ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის სტუდენტებს, რომლებსაც აქვთ პასუხისმგებლობის გრძნობა, კომუნიკაციის უნარი და სწავლის სურვილი. აუცილებელია ქართული ენის თავისუფლად ფლობა და MS Excel-ის საბაზისო ცოდნა; ინგლისური ენის ცოდნა უპირატესობაა.
Სტაჟირების ხანგრძლივობა: 3 თვე;
ანაზღაურება:800 ლარი;
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ კარიერული განვითარების და დასაქმების სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარდგეთ დამსაქმებლის წინაშე.
საკონტაქტო ინფორმაცია:
E-mail: career@ug.edu.ge
Tel: +995 511 30 27 47
მისამართი: საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, ოთახი 108ა