საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ საქართველოში მოქმედ ერთერთ კოლეჯში სტუდენტების წარმატების მენეჯერის (დამწყები პოზიცია) პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
-
სტუდენტთა მხარდაჭერის უზრუნველყოფა რეგისტრაციისა და ადმინისტრაციული პროცესების ფარგლებში;
-
სასწავლო პროცესის ორგანიზება და ოპერაციული ზედამხედველობა;
-
სტუდენტებთან ყოველდღიური კომუნიკაციის მართვა და მათი საჭიროებების დროული იდენტიფიცირებისა და გადაჭრის უზრუნველყოფა;
-
სტუდენტთა აკადემიური პროგრესის, მიღწევებისა და შესაბამისი სტატისტიკური მონაცემების კონტროლი;
-
სტუდენტური აქტივობების დაგეგმვის, ორგანიზებისა და პოპულარიზაციის კოორდინაცია;
-
სტუდენტთა პროფესიული და კარიერული უნარების განვითარების მხარდამჭერი აქტივობების განხორციელების უზრუნველყოფა;
-
სტუდენტთა დასაქმების პროცესის ხელშეწყობა და მათი შრომის ბაზარზე ინტეგრაციის მხარდაჭერა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
-
ძლიერი კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარები;
-
დროის ეფექტური უნარი;
-
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
-
გუნდური მუშაობისა და პრობლემების ეფექტურად გადაჭრის უნარი;
-
MS Office-ისა და ონლაინ საკომუნიკაციო პლატფორმების (მაგ. Zoom) ცოდნა;
-
ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა, ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ კარიერული განვითარების და დასაქმების სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარდგეთ დამსაქმებლის წინაშე.
საკონტაქტო ინფორმაცია:
E-mail: career@ug.edu.ge
Tel: +995 511 30 27 47
მისამართი: საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, ოთახი 108ა