ვაკანსია
საქართველოს უნივერსიტეტის მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ ერთ-ერთ აუდიტორულ და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიაში საგადასახადო კონსულტანტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
· კლიენტებისთვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა საგადასახადო დაბეგვრის საკითხებში;
· რთული/არასტანდარტული საგადასახადო შემთხვევების ანალიზსა და რეკომენდაციის შემუშავებაში მონაწილეობა;
· პროექტთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები:
· უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების, ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
· ACCA - ის სერტიფიკატები ჩაითვლება უპირატესად;
· საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
· 1-2 წლიანი სამუშაო გამოცდილება შესაბამის სფეროში (მათ შორის ბუღალტრად მუშაობის გამოცდილება);
· სავალდებულოა საგადასახადო დეკლარაციების მომზადების გამოცდილება;
· საბუღალტრო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
· ინგლისური და რუსული ენის მაღალ დონეზე ცოდნა(წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია);
· MS Office-ის პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
· თავაზიანი;
· ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
· მოლაპარაკების წარმოების უნარი;
· გუნდის მართვის უნარი;
· ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
· დროის ეფექტურად მართვის უნარი;
· ორგანიზებული;
· პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
· დეტალებზე ორიენტირებული;
· ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი.
დამატებითი დეტალები:
· სრული სამუშაო გრაფიკი, ორშაბათი - პარასკევი;
· ინფორმაცია დამსაქმებელი კომპანიის შესახებ იხლე აქ.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV 2021 წლის 21 მაისის ჩათვლით შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge სათაურის ველში მიუთითეთ - საგადასახადო კონსულტანტი.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარსდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 111. career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22.