ვაკანსია
საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ ერთ-ერთ კომპანიაში მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
· ფულადი ნაშთების შემოწმება, კონტროლი;
· გაყიდული ნივთის მოდელის ფასის გადამოწმება;
· გაყიდული ნივთის გატარება;
· ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით რეალიზაციისას, პროცედურების სრული დაცვა;
· საქონლის უკან დაბრუნებისას ფინანსური საბუთების სრულყოფილად შექმნა;
· ელექტრონული ანგარიშფაქტურის და ზედნადების გამოწერა;
· საგარანტიოს გამოწერა;
· საწყობთან კონტაქტი, მისამართების გადაცემა;
· მაღაზიის სასაქონლო ნაშთის ფინანსური აღრიცხვიანობა;
· მაღაზიაში წარმოებული ფინანსური ოპერაციების დღის დახურვა;
· საწყობთან კონტაქტი, მისატანი პროდუქციის მისამართების გადაცემა.
ძირითადი მოთხოვნები:
· სასურველია მოლარე-ოპერატორად/ბუღალტრად მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება;
· კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
პიროვნული მახასიათებლები:
· მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
· პასუხისმგებლობის გრძნობა;
· გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი;
· გუნდური მუშაობის უნარი;
· სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
· დეტალებზე ორიენტირებულობა.
დამატებითი ინფორმაცია:
· ადგილმდებარეობა: თბილისი;
· დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი, დროებითი;
· კონკურსის ფორმა: გასაუბრება, ტესტირება;
· ინფორმაცია დამსაქმებელი კომპანიის შესახებ იხილეთ აქ.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV 2021 წლის 20 ოქტომბრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge სათაურის ველში მიუთითეთ - მოლარე ოპერატორი - დროებითი დასაქმება.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარსდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 111. career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22.