ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

ვაკანსია

საქართველოს უნივესიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებათა სკოლა აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
6 October 2023

საქართველოს უნივესიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებათა სკოლა აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შემდეგი მიმართულებებით:

1.1.    ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა გარემოს ჯანმრთელობის მიმართულებით (1 ვაკანსია)

1.2.    ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა ტოქსიკოლოოგიის  მიმართულებით (1 ვაკანსია)

1.3.    ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა პოპულაციური ეპიდემიოლოგიის მიმართულებით (1 ვაკასნია)

1.4.    ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა ბიოსტატისიკის მიმართულებით (1 ვაკასნია)

1.5.    ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა პროპედევტიკისა და კარდიოლოგიის მიმართულებით (1 ვაკასნია)

1.6.    ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა ფარმაკოგნოზიის მიმართულებით (1 ვაკანსია)

1.7.    ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა ფარმაციისა და ბიოეთიკის მიმართულებით (1 ვაკანსია) 

წარმატებული კანდიდატის გამოვლენა განხორციელდება შემდეგი წესით:

2.        ძირითადი კრიტერიუმებია:         

2.1.    დოქტორის აკადემიური ხარისხი;

2.2.    სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობა. პროფესორს უნდა ჰქონდეს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება, ასოცირებულ პროფესორს უნდა ჰქონდეს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;

2.3.    სამეცნიერო ნაშრომები ბოლო 5 წლის განმავლობაში. უპირატესობა მიენიჭება Scopus-ის ჟურნალებში გამოქვეყნებული პუბლიკაციების ავტორებს;

2.4.    ინგლისურ ენაზე ლექციის ჩატარების უნარი;

დამატებითი კრიტერიუმებია:

2.5.    სილაბუსი/სილაბუსები, რომლებიც ფასდება შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით;

2.6.    საქართველოს უნივერსიტეტის ფარგლებში კვლევითი საქმიანობის ხედვა;

2.7.    კონფერენციებში/სემინარებში მონაწილეობა - ბოლო 5 წლის განმავლობაში;

2.8.    პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა;

2.9.    საოფისე ტექნოლოგიების გამოყენების უნარი.

 

 

3.       წარმოსადგენი დოკუმენტებია:

3.1.    განაცხადი საკონკურსო კომისიის სახელზე - იმ ვაკანსიის მითითებით, რომელზეც განაცხადს აკეთებს აპლიკანტი (დართული ფორმის მიხედვით);

3.2.    საქართველოს უნივერსიტეტის აპლიკაციის ფორმა შევსებული ქართულ და ინგლისურ ენებზე (დართული ფორმის მიხედვით);

3.3.    პირადობის მოწმობის ასლი;

3.4.     აკადემიური ხარისხის (ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი ან მათთან გათანაბრებული) დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. უცხოეთში გაცემული ან არაქართულენოვანი დიპლომი უნდა იყოს ნათარგმნი ქართულ ენაზე. უცხოეთში მიღებული კვალიფიკაცია აღიარებული უნდა იყოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ (https://eqe.ge/geo/static/213) და თარგმანი - დამოწმებული ნოტარიულად;

3.5.    ცნობა პედაგოგიური-სამეცნიერო გამოცდილების შესახებ;

3.6.    დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის ნების დამრთველი სახელმწიფო სერტიფიკატი (მხოლოდ კლინიკურ მიმართულებებზე);

3.7.    გამოქვეყნებული შრომების სია და ასლები (წარმოსადგენია გამოქვეყნებული შრომების სრული ნუსხა,  რომელიმე პუბლიკაციის ასლი კანდიდატის შერჩევით);

3.8.    ინგლისურ ენის სერტიფიკატი (არსებობის შემთხვევაში).

3.9.    საქართველოს უნივერსიტეტის ფარგლებში კვლევითი საქმიანობის ხედვა (დართული ფორმის მიხედვით);

3.10.                      საგნის სილაბუს(ებ)ი;

3.11.                      სხვა ინფორმაცია, რომელიც თქვენი აზრით მნიშვნელოვანია შესაბამის პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის წარმოჩენისთვის.

 

4.       საკონკურსო კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში, კანდიდატს შეიძლება ეთხოვოს დემო ლექციის ჩატარება;

5.       კონკურსში გამარჯვებულმა პირმა აფილირება უნდა გააკეთოს საქართველოს უნივერსიტეთან. Google Scholar-ის პროფილის ვერიფიკაცია მოხდეს საქართველოს უნივერსიტეტის სახელით და საქართველოს უნივერერსიტეტის ოფიციალური (@ug.edu.ge) ელექტრონული ფოსტით.

6.       საკონკურსო დოკუმენტების მიღება განხორციელდეს 2023 წლის 6 და 7 ნოემბერს ელექტრონული ფორმით ელექტრონულ ფოსტაზე academicvacancy@ug.edu.ge ან მატერიალური ფორმით მისამართზე: თბილისი, კოსტავას ქ. #77ა, მე-4 კორპუსი, ოთახი №514, 0171. კანდიდატურა განიხილება დოკუმენტების სრულად წარმოდგენის შემთხვევაში.

7.       აკადემიური თანამდებობის დასაკავებელი კონკურსი ჩატარდეს 2023 წლის 8 და 9 ნოემბერს.

8.       საონკურსო კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო კომისიაში. საჩივრებისა და პრეტენზიების მიღების დღედ დადგინდეს 2023 წლის 14 ნოემბერი

9.       კონკურსში გამარჯვებული პირების სია გამოქვეყნდეს 2023 წლის 17 ნოემბერს საქართველოს  უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე www.ug.edu.ge.

 

საქართველოს უნივერსიტეტი არის რეგიონის ლიდერი, ყველაზე დიდი კერძო უნივერსიტეტი საქართველოში, რომელიც ემსახურება 7000-ზე მეტ ქართველ და საერთაშორისო სტუდენტს მსოფლიოს 70 ქვეყნიდან. UG-ს მრავალფეროვანი და პროგრესული გუნდი 1200-მდე თანამშრომელს აერთიანებს.

ჩვენს აკადემიურ პერსონალს ვთავაზობთ:

·         მოქნილ სამუშაო გრაფიკს

·         კონკურენტულ ანაზღაურებას

·         სასწავლო და სამეცნიერო საქმიანობის შეთავსებას

·         სამეცნიერო საქმიანობის ხელშეწყობას და დამატებით ჯილდოებს სამცენიერო აქტივობებში

·         პროფესიული განვითარების ხელშეწყობას

·         კარიერული ზრდის შესაძლებლობას

·         ჯანსაღ ორგანიზაციულ კულტურას

·         უსფრთხო სამუშაო გარემოს

·         უახლეს საოფისე ტექნოლოგიებს

სრული ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერს: https://ug.edu.ge/public/

საქართველოს უნივერსიტეტის გუნდი აღიარებს რა პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობას, პერსონალური მონაცემის დამუშავებისას უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა, მათ შორის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვას.

 

"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს უნივერსიტეტის მიერ დამუშავდება თქვენი პერსონალური მონაცემები, რათა დადგინდეს ვაკანტურ პოზიციასთან თქვენი შესაბამისობა. პერსონალური მონაცემების დამუშავება ხორციელდება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ვადით, კანდიდატის შესახებ დასაქმებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებამდე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.

 დანართი

გისურვებთ წარმატებას!

SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი