ვაკანსია
საქართველოს უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტებს, დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ ერთ-ერთ ტურისტულ კომპანიაში გიდის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
· საქართველოს მასშტაბით ტურისტების თანხლება;
· დაგეგმილი ტურისტული მარშრუტის მიხედვით ტურის ჩატარება;
· ტურის განმავლობაში ტურისტებისთვის ისტორიული ძეგლების, ქვეყნის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება;
· საორგანიზაციო საკითხების გადაწყვეტა ტურ-მენეჯერთან შეთანხმებით.
ძირითადი მოთხოვნები:
· ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილად ცოდნა, დამატებითი ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
· გამართული ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
· ინფორმაციის ათვისების და გადმოცემის უნარი;
· ორგანიზებულობა;
· კომუნიკაბელურობა;
· პუნქტუალურობა;
· პასუხისმგებლობის გრძნობა;
· ჯგუფის და დროის მართვის უნარი;
· პოზიტიურობა;
· ენერგიულობა.
სამუშაო ტიპი - მოქნილი; ანაზღაურებადი.
ინფორმაციო კომპანიის შესახებ იხილეთ აქ
გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV 2020 წლის 30 იანვრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge სათაურის ველში მიუთითეთ - ტურისტული გიდი.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარსდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 117. career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22(*388).