ვაკანსია
საქართველოს უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ ერთ-ერთ ლოჯისტიკურ კომპანიაში ტვირთების დაგეგმარების ოპერატორის პოზიციაზე.
კომპანიის საქმიანობის ძირითადი სფეროა ექსკლუზიური ტვირთების გადაზიდვა ამერიკასა და კანადაში.
ძირითადი მოვალეობები:
· გადასაზიდი ტვირთის მოძიება;
· გადასაზიდი ტვირთის დეტალების დამკვეთთან და კონტრაქტორთან შეთანხმება;
· შეკვეთის პროგრამული გაფორების უზრუნველყოფა.
ძირითადი მოთხოვნები:
· სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება;
· სავალდებულოა ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
· სასურველია რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
· კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
· ორგანიზებულობა;
· დროის მართვის უნარი;
· მოლაპარაკების წარმოების უნარი;
· პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
· დეტალებზე ორიენტირებულობა;
· ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი.
დამატებითი დეტალები:
· ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი.
· სამუშაო გრაფიკი: 16:00 სთ-დან 02:00 სთ-მდე.
· სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, შაბათი-კვირა დასვენება.
· ანაზღაურება: 1000 ლარი (ხელზე ასაღები) და ბონუსი.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV 2022 წლის 10 თებერვლის ჩათვლით შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge სათაურის ველში მიუთითეთ - ტვირთების დაგეგმარების ოპერატორი.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარსდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 111. career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22.