ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

ვაკანსია

უფროსი იურისტი-გიორგი ზარნაძის იურიდიული კომპანია

20 August 2026
შესაძლებლობა, რომელიც შენი პროფესიული გზის შემდეგი ნაბიჯი შეიძლება გახდეს!
საქართველოს უნივერსიტეტი × გიორგი ზარნაძის იურიდიული კომპანია
 
საქართველოს უნივერსიტეტის მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს ვუზიარებთ ახალ კარიერულ შესაძლებლობას ,  გახდი გიორგი ზარნაძის იურიდიული კომპანიის გუნდის წევრი და განაგრძე პროფესიული განვითარება იურიდიულ სფეროში.
 
თუ გაქვს შესაბამისი განათლება, მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება და მზად ხარ ახალი პროფესიული გამოწვევისთვის, ეს შესაძლებლობა შენთვისაა.
 
გაეცანი ვაკანსიის დეტალებს და არ გაუშვა ხელიდან შესაძლებლობა, რომელიც შენი კარიერული განვითარების შემდეგი ნაბიჯი შეიძლება გახდეს.
 
დამსაქმებელი: გიორგი ზარნაძის იურიდიული კომპანია
დასახელება: უფროსი იურისტი.
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, საბურთალოს ტერიტორია (ბიზნეს ცენტრი).
სამუშაო დრო: სრული განაკვეთი. (დისტანციური ან შეთავსებით მუშაობა არ განიხილება)
შრომის ანაზღაურება: 3000 ლარი (ხელზე) + ულიმიტო სასაუბრო დრო. გამოსაცდელი ვადა: 6 თვე (გამოსაცდელი ვადა ანაზღაურებადია სრულად). Გამოსაცდელი ვადის შემდეგ, 4000 ლარი ხელზე + ულიმიტო სასაუბრო დრო + ჯანმრთელობის დაზღვევა+ FITPASS ვაუჩერი.
 
ძირითადი მოვალეობები:  
1. კომპანიის კლიენტებისთვის იურიდიული კონსულტაციის გაწევა.
2. წარმომადგენლობის განხორციელება ყველა ინსტანციის სასამართლოსა და არბიტრაჟში.
3. სხვადასხვა სახის საპროცესო დოკუმენტების შედგენა/ანალიზი (სარჩელი, შუამდგომლობა და ა.შ)
4. კომპანიების წარმომადგენლობა საჯარო რეესტრსა და აღსრულების ეროვნულ ბიუროში.
5. ხელშეკრულებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის (ბრძანებები, განცხადებები, საჩივრები, სარჩელები, შესაგებლები და სხვა) მომზადება/მომზადების პროცედურაში მონაწილეობის მიღება.
6. კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტაციის (წესდება, აქციონერთა კრების ოქმები, პარტნიორთა გადაწყვეტილებები) მომზადება, ცვლილებების შეტანა, მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრაცია.
7. ადმინისტრაციული საჩივრების დამზადება.
8. სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებული მოლაპარაკებების წარმოება.
9. კომპანიის დირექტორის მიერ გაცემული სხვა პროფილური დავალებების შესრულება.
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1. უმაღლესი იურიდიული განათლება სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით (სავალდებულოა) სტუდენტების კანდიდატურა არ განიხილება.  
2. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობა  სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით (სასურველია და ჩაითვლება უპირატესობად).
3. ადვოკატად ან კორპორატიულ იურისტად მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 2 წელი (სავალდებულოა).  
4. ინგლისური და რუსული ენის სრულყოფილი ცოდნა (სასურველია).
5. საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (სავალდებულოა).
6. მართვის მოწმობის ფლობა (სასურველია და ჩაითვლება უპირატესობად).
 
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტის მეშვეობით მისამართზე: lawfirmofgiorgizarnadze@gmail.com  და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.  კომპანიის ვებგვერდი: https://www.zlf.com.ge
 
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ კარიერული განვითარების და დასაქმების სამსახურიში.
აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარდგეთ დამსაქმებლის წინაშე.
 
საკონტაქტო ინფორმაცია:
 E-mail: career@ug.edu.ge
Tel: +995 511 30 27 47
 
 
SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი