ვაკანსია
საქართველოს უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ ერთ-ერთ IT კომპანიაში UI/UX დიზაინერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
· ახალი იდეებისა და ნაშრომების წარდგენა;
· სტანდარტული UI/UX ნიმუშების გამოყენება;
· UX პრობლემების იდენტიფიცირება და გადაჭრის გზების შემუშავება;
· ორიგინალური კონცეფციებისა და მარტივი გადაწყვეტილებების მოფიქრება;
· Style guide-ის შექმნა და დეველოპმენტის პროცესების სწორად წარმართვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
· 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება UI/UX დიზაინერის სფეროში;
· Wireframe, Prototype, Style guide, User flow-ს შექმნასა და დახვეწაზე მუშაობის გამოცდილება;
· Photoshop, XD, Sketch, Axure, InVision და სხვა მსგავსი ინსტრუმენტების გამოყენების გამოცდილება;
· სასურველია Front-End პროგრამირების ენის საბაზისო ცოდნა - HTML5, CSS3;
· სასურველია ინგლისური და რუსული ენების ფლობა.
სამუშაო ტიპი - სრული, ანაზღაურებადი.
დაინტერესებულა პირებმა შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა და დაურთეთ CV.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარსდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 115. career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22(*388).