ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

ვაკანსია

უმცროსი ანგარიშების მენეჯერი

19 November 2026
საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა აქვთ, განაცხადი გააკეთონ საერთაშორისო საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) სფეროში მოქმედ კომპანიაში უმცროსი ანგარიშების მენეჯერის (Junior Account Manager – Carrier Network Business Group) პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები
  • მომხმარებელთა ანგარიშების მართვის პროცესში მხარდაჭერა და კლიენტების ყოველდღიურ შეკითხვებსა და კოორდინაციასთან დაკავშირებულ საკითხებში საკონტაქტო პირის ფუნქციის შესრულება.
  • არსებულ კლიენტებთან პოზიტიური და საქმიანი ურთიერთობების დამყარება და შენარჩუნება, მომხმარებელთა კმაყოფილების მაღალი დონის უზრუნველსაყოფად.
  • კლიენტების მოთხოვნების, ბიზნესმიზნებისა და მოლოდინების საფუძვლიანი შესწავლა ანგარიშების ეფექტური მართვის მიზნით.
  • ანგარიშების შესრულების მაჩვენებლების, გაყიდვების შედეგების, მიზნებისა და პროგნოზების მონიტორინგში მონაწილეობა.
  • მომხმარებელთა საჭიროებებისა და მიზნების შესაბამისად, შეთავაზებული გადაწყვეტილებების დროული და წარმატებული მიწოდების უზრუნველყოფა.
  • არსებულ კლიენტებთან თანამშრომლობის ფარგლებში ახალი ბიზნესშესაძლებლობების გამოვლენა და ბიზნესის ზრდისა და კლიენტების შენარჩუნებაზე ორიენტირებული ინიციატივების მხარდაჭერა.
  • ანგარიშების, პრეზენტაციების, ბაზრის კვლევების, სახელმძღვანელოებისა და სხვა შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • ბაკალავრის ხარისხი ტელეკომუნიკაციების ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით.
  • ინგლისური ენის კარგი ცოდნა (სავალდებულოა).
  • Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა, განსაკუთრებით Excel-ისა და PowerPoint-ის.
  • სატელეკომუნიკაციო ბაზრის გამოწვევებთან ადაპტაციის უნარი (მაღალი კონკურენცია, სტანდარტების, პროდუქტებისა და გადაწყვეტილებების მუდმივი განვითარება).
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.
  • ანალიტიკური აზროვნება.
  • გუნდური მუშაობის უნარი, ღია კომუნიკაცია და საერთაშორისო გუნდში მუშაობის შესაძლებლობა.
  • სწრაფად ათვისების უნარი, ენთუზიაზმი და კარგი კომუნიკაციური უნარები.
  • პროაქტიული, პოზიტიური და შედეგზე ორიენტირებული მიდგომა.
რას გთავაზობთ კომპანია?
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) სფეროში.
  • პროფესიონალ მენტორს, რომელიც უზრუნველყოფს თქვენს პროფესიულ განვითარებას კომპანიაში.
  • საერთაშორისო სამუშაო გარემოსა და კარიერული განვითარების შესაძლებლობას.
დამატებითი ინფორმაციისთვის
გთხოვთ, მოგვმართოთ კარიერული განვითარების და დასაქმების სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია, რომელიც დაგეხმარებათ დამსაქმებლის წინაშე წარმატებით წარდგენაში.
საკონტაქტო ინფორმაცია:
  • E-mail: career@ug.edu.ge
  • ტელ.: +995 511 30 27 47
  • მისამართი: საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, ოთახი 108ა
SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი