საქართველოს უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ უმცროსი ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე ერთ-ერთ კომპანიაში.
ძირითადი მოვალეობები:
- პოტენციური ბრენდის/კატეგორიის/პროდუქტის სტრატეგიების განსაზღვრასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება უშუალო ხელმძღვანელთან კოორდინაციით;
- ბრენდების მიზნებიდან და სტრატეგიიდან გამომდინარე მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება უშუალო ხელმძღვანელთან ერთად;
- ბრენდის მიზნებიდან და სტრატეგიიდან გამომდინარე ასორტიმენტის გაფართოებაზე ზრუნვა და ინიცირებული ინოვაციების დროული და ეფექტური ლონჩის მენეჯმენტი უშუალო ხელმძღვანელთან ერთად;
- ბრენდის ხარისხზე ზრუნვა;
- სადისტრიბუციო ქსელების პერიოდული ანალიზი და აუდიტი;
- ბრენდის საბაზრო წილის გაზრდაზე ზრუნვა;
ძირითადი მოთხოვნები:
- განათლება: მარკეტინგი, ბიზნესი, მენეჯმენტი - დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული;
- ინგლისური ენის ცოდნა.
პიროვნული კომპეტენციები და უნარები:
- არ ეშინია გამოწვევების და სიახლეების;
- ორიენტირებული განვითარებაზე;
- კომუნიკაბელურობა და გუნდურობა.
სამუშაო პირობები:
- ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი მე-10 კმ;
- განაკვეთი: სრული;
- ანაზღაურება: 1000 ლარი ფიქსირებული + ბონუსი;
- სამუშაო განრიგი: 09:30 -17:30 (შაბათ - კვირა დასვენება) პარასკევი (დისტანციურად მუშაობის საშუალება).
დამატებითი ინფორმაცია:
ინფორმაცია დამსაქმებელი კომპანიის შესახებ იხილეთ აქ.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge სათაურის ველში მიუთითეთ - უმცროსი ბრენდ მენეჯერი.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 507. career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22.