ვაკანსია
საქართველოს უნივერსიტეტის მესამე კურსისა, დამამთავრებელი კურსის სტუდენტებსა, მაგისტრანტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ ერთ-ერთ კომპანიაში უმცროსი Java დეველოპერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
· კომპანიის შიდა და გარე პროექტებისთვის პროგრამული უზრუნველყოფის განვითარება, დანერგვა და მხარდაჭერა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
· OOP საფუძვლების ცოდნა;
· ალგორითმების საბაზისო დონეზე ცოდნა;
· Tomcat, Rest ცოდნა;
· რელაციური მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
· Java 7/8+ SE/Spring - საბაზისო დონეზე ცოდნა;
· სასურველია Front-end ტექნოლოგიების ცოდნა;
· სასურველია Multithreading გამოცდილება;
· სასურველია საბაზისო დონეზე Git, Maven/Gradle-ის ცოდნა;
· პლიუსად ჩაითვლება სამუშაო გამოცდილება (თუმცა არ არის სავალდებულო).
უნარები:
· ანალიტიკური აზროვნების უნარი;
· დეტალებზე ორიენტირებულობა;
· ორგანიზებული;
· გუნდური მუშაობის უნარი;
· პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
· დროის ეფექტური მართვის უნარი.
დამატებიტი ინფორმაცია:
· სამუშაო გრაფიკი - სრული, სტუდენტებისთვის მორგებული გრაფიკი;
· ინფორმაცია კომპანიის შესახებ იხილეთ აქ.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV 2020 წლის 11 დეკემბრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge სათაურის ველში მიუთითეთ - უმცროსი Java დეველოპერი.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის ცენტრში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარსდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 111. career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22(*388).