საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებს, დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ უმცროსი კატეგორიის მენეჯერის პოზიციაზე ერთ-ერთ კომპანიაში.
კომპანია გთავაზობთ:
- განვითარების შესაძლებლობას;
- კონკურენტულ ანაზღაურებას და ჯანმრთელობის დაზღვევას;
- საინტერესო და დინამიურ სამუშაოს;
- პოზიტიურ სამუშაო გარემოს პროფესიონალ გუნდთან ერთად.
ძირითადი მოვალეობები:
- არსებული კატეგორიის ბაზრის ანალიზი;
- კონკურენტების ფასების მუდმივი ანალიზი;
- მომწოდებლებთან ხელშეკრულების გაფორმების პროცესის კოორდინირება;
- აქციების დაგეგმვა - ორგანიზებაში ჩართულობა;
- დეპარტამენტის საქმიანობისთვის აუცილებელი ანგარიშების რეგულარულად წარმოე.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი; ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების ან სოციალური მეცნიერებების მიმართულებით;
- სასურველია მინიმუმ ერთ წლიანი სამუშაო გამოცდილება შესყიდვების, გაყიდვების მიმართულებით.
პიროვნული კომპეტენციები და უნარები:
- ანალიტიკური უნარ-ჩვევები;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობ
სამუშაო პირობები:
- ლოკაცია: ქ.თბილისი, ისანი, ნავთლუღის ქ.#39/41;
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 09:00 – 18:00 საათი.
დამატებითი ინფორმაცია:
- ინფორმაცია დამსაქმებელი კომპანიის შესახებ იხილეთ აქ.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge სათაურის ველში მიუთითეთ - უმცროსი კატეგორიის მენეჯერი.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 507. career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22.