ვაკანსია
საქართველოს უნივერსიტეტის ეკონომიკის, ბიზნესისა და ფინანსების მიმართულებით მესამე კურსის სტუდენტებს, დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ უმცროსი კორპორატიული სესხების ანალიტიკოსის პოზიციაზე ერთ-ერთ კომპანიაში.
ძირითადი მოვალეობები:
· განმცხადებლის ძირითადი საქმიანობის ადგილზე მონახულება;
· მიღებული პირველადი ფინანსური დოკუმენტაციის ინტერპრეტირება და მათ საფუძველზე საბალანსო, მოგება-ზარალის და ნაღდი ფულის მოძრაობის უწყისების ფორმირება;
· ფინანსური უწყისების ანალიზი, ძლიერი და სუსტი მხარეების იდენტიფიცირება და მათი პრეზენტირება მოკლე და ნათლად აღქმადი ფორმატით;
· მოძიებული ფინანსური თუ არა ფინანსური მონაცემების ანალიზი და მათ საფუძველზე სასესხო შეთავაზების სტრუქტურირება ბანკის საკრედიტო პოლიტიკისა და საკრედიტო ინსტრუქციის შესაბამისად;
· მომზადებული საკრედიტო ფაილის პრეზენტირება საკრედიტო კომიტეტზე;
· კორპორატიული სესხების ანალიტიკოსის თხოვნით სხვადასხვა რაოდენობრივი მონაცემების დამუშავება და სასარგებლო ინფორმაციად გარდაქმნა;
· განყოფილების ხელმძღვანელობის თხოვნით სხვადასხვა ბიზნეს საქმიანობის სექტორზე მონაცემების შეგროვება და მისი პრეზენტირება მოკლე და ნათლად აღქმადი ფორმატით.
ძირითადი მოთხოვნები:
· სასურველია ინგლისური ენების ცოდნა.
პიროვნული კომპეტენციები და უნარები:
· მოტივირებული;
· განვითარებაზე ორიენტირებული;
· დეტალებზე ორიენტირებული;
· გქონდეს ანალიტიკური აზროვნება;
· კომუნიკაბელური.
დამატებითი ინფორმაცია:
· სტაჟირება არის ანაზღაურებადი;
· სტუდენტებზე მორგებული სამუშაო გრაფიკით;
· ინფორმაცია დამსაქმებელი კომპანიის შესახებ იხილეთ აქ.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV 2022 წლის 6 დეკემბრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge სათაურის ველში მიუთითეთ - უმცროსი კორპორატიული სესხების ანალიტიკოსი - ანაზღაურებადი სტაჟირება.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარსდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 507. career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22.