ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

კულინარიის აკადემია

„არს გუსტო“ - კულინარიის აკადემია საქართველოში

საქართველოს უნივერსიტეტის კულინარიის აკადემია „არს გუსტო“ 2022 წლის 6 ივნისს დაარსდა.

კულინარიის აკადემია დამწყებ მზარეულებს საშუალებას აძლევს ევროპული დონის კულინარიული განათლების ქვეყნიდან გაუსვლელად მიიღონ.

 

აკადემია ამიერკავკასიაში ერთადერთი კულინარიული ჰაბია, რომელიც ფოკუსირებულია ქართული მემკვიდრეობის პოპულარიზაციასა და მსოფლიო გასტრონომიული ტრენდების შესწავლაზე.

 

კულინარიის აკადემია - განათლების სტანდარტები და ენები

სწავლების ენები: ქართული, ინგლისური და ფრანგული.

მეთოდოლოგია: ეფუძნება მსოფლიო წამყვანი კულინარიული სკოლების გამოცდილებას, HACCP-ის სტანდარტებსა და საქართველოს განათლების სისტემის ყველა მოთხოვნას. 

პრაქტიკა: პროგრამის 70-80% პრაქტიკულია. სწავლების პროცესში გამოიყენება უახლესი გასტრონომიული ტექნიკა, სიმულაციური კაფე-რესტორანი და აკადემიის სათბურები.

 

კურსები და კვალიფიკაციები

კულინარიის კურსები მოიცავს პროფესიულ, სამოყვარულო და კვალიფიკაციის ასამაღლებელ პროგრამებს.

კურსის ტიპი

ხანგრძლივობა

კრედიტი

სრული პროფესიული კურსები

12 თვე (4 საფეხური)

48 კრედიტი

არასრული კურსები

9 თვე (3 საფეხური)

36 კრედიტი

სამოყვარულო კურსები

6 თვე / 1-3 თვე / 1 კვირა

-

 

კულინარიის კურსების სრული პროფესიული პროგრამა მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: სრული კულინარია, მზარეულის საქმე და რესტორნის მენეჯმენტი, საკონდიტრო და პურ-ფუნთუშეული და აზიური/ვეგეტარიანული კულინარია.

კურსდამთავრებულებს ენიჭებათ დემი-შეფის, სუ-შეფის, ბრენდ-შეფის ან მულტიდისციპლინარული (მზარეულ-კონდიტერ-ბეიქერ-რესტორატორის) კვალიფიკაცია.

 

პრაქტიკა და დასაქმება

კულინარიის აკადემია “არს გუსტო” სტუდენტებს სასწავლო პრაქტიკასა და სტაჟირებას სთავაზობს ისეთ კომპანიებში, როგორებიცაა Radisson Blu Iveria, Hilton Garden Inn და სხვა.

პრაქტიკული მეცადინეობები და ქართული კულინარიის შესწავლა მიმდინარეობს ფასანაურის კამპუსში.

კურსდამთავრებულების 94% დასაქმებულია HoReCa სექტორის წამყვან ობიექტებში, ხოლო 6%-მა საკუთარი ბიზნესი წამოიწყო.

 

სწავლის საფასური და რეგისტრაცია

კურსის ტიპი

ქართულენოვანი პროგრამის ღირებულება 

უცხოენოვანი პროგრამის ღირებულება

12-თვიანი პროფესიული კულინარიის კურსები

$2500;

 ($2250 ერთიანი გადახდით).

$3000;

 ($2700 ერთიანი გადახდით).

 

კულინარიის აკადემია 10 და 15%-იანი ფასდაკლებებს სთავაზობს საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებსა და თანამშრომლებს, ასევე სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან მოქალაქეებს.

 

კულინარიის კურსები - რეგისტრაცია

რეგისტრაცია მიმდინარეობს ჯგუფების სრულ შევსებამდე. 

 

თუ გსურთ კურსებზე დასწრება, გამოაგზავნეთ CV და სამოტივაციო წერილი ელექტრონულ ფოსტაზე info@arsgusto.ge ან მიმართეთ ადმინისტრაციას მისამართზე: თბილისი, დიდი დიღომი, მირიან მეფის ქ. #21.

 







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი