ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

სიახლეები


SHARE ON


17 March 2020
სტუდენტურ სიმულაციაზე: "Crisis simulation and War-gaming" მიღება გამოცხადდა

საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში  „საქართველო დასავლეთისა და რუსეთის სამხედრო პრიზმაში'',  დაგეგმილ სამხედრო-პოლიტიკურ სიმულაციაში (Crisis simulation and War-gaming) მონაწილეობის მისაღებად საქართველოს უნივერსიტეტი იწვევს საბაკალავრო სწავლების მე-3 და მე-4 კურსელებს და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებს.

სიმულაციის ფარგლებში, გათამაშდება საქართველოსთვის რელევანტური და რეალობასთან ახლოს მდგომი სამხედრო-პოლიტიკური კრიზისის სცენარი. სტუდენტები კი დამოუკიდებლად წარმართავენ ამ პროცესს და შესახრულებენ კრიზისში მონაწილე მხარეების როლს. 

სცენარის გათამაშების დროს მონაწილეები იმუშავებენ:

  • სამხედრო-პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაზე;
  • მოლაპარაკებების წარმართვაზე.

გარდა ამისა, მონაწილეებს ექნებათ უნიკალური შესაძლებლობა, უშუალოდ გაესაუბრონ კონფერენციაზე მოწვეულ სპიკერებს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული პოლიტიკური კლიმატის ფორმირებაში. 

კონფერენციის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს: http://ugsp.ug.edu.ge/

სტუდენტურ სიმულაციაში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ საიტზე: http://ugsp.ug.edu.ge/

მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერი უნივერსიტეტის სტუდენტს.

განცხადების მიღების ბოლო ვადა: 10.04.2020

შერჩეულ კანდიტატებთან შეხვედრა გაიმართება 15 აპრილს.






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge, ug@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge, ug@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი