21 სექტემბერს ბიზნესის და ადმინისტრაციულ მეცნიერებათა სკოლას Xi’an Jiaotong University-ის (XJTU) დელეგაცია ეწვია. შეხვედრის ძირითადი მიზანი იყო უნივერსიტეტების საქმიანობისა და მიმდინარე პროექტების გაცნობა, სტრატეგიული მიმართულებების გაზიარება და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობების განხილვა.
Xi’an Jiaotong University-ის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ:
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ერთმანეთს გააცნეს უნივერსიტეტების მიმდინარე პროექტები, სტრატეგიული გეგმები და განვითარების პრიორიტეტები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შესაძლო თანამშრომლობას „Belt and Road“ ინიციატივის კონტექსტში, ასევე იმ მიმართულებებს, რომლებიც ხელს შეუწყობს UG-ის საერთაშორისო აკადემიური კავშირების გაძლიერებას. თანამშრომლობის განვითარება მნიშვნელოვანია უნივერსიტეტისთვის საერთაშორისო პარტნიორობის გაფართოების, აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარების, ერთობლივი კვლევითი საქმიანობისა და სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის საერთაშორისო შესაძლებლობების შექმნის თვალსაზრისით.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე განხილული იყო თანამშრომლობის რამდენიმე შესაძლო მიმართულება: