ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

სიახლეები

SHARE ON


17 July 2026

Capstone პროექტი - პრაქტიკული სწავლება საქართველოს უნივერსიტეტში

 

15 ივლისს, საქართველოს უნივერსიტეტში, ბიზნესის და ადმინისტრაციულ მეცნიერებათა სკოლისა და PMI Georgia-ს თანამშრომლობის ფარგლებში, Capstone პროექტი ჩატარდა. პროექტის მთავარი მიზანი იყო სტუდენტებისთვის რეალურ ბიზნეს გარემოსთან დაკავშირებულ პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობის მიცემა, მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება და პროექტების მართვისთვის საჭირო პრაქტიკული უნარების განვითარება.

აღსანიშნავია, რომ პროექტში ჩართული იყვნენ დამამთავრებელი კურსის სტუდენტები. პროექტის დაგეგმვის საწყის ეტაპზე სტუდენტებთან ჩატარდა გამოკითხვა მათი პროფესიული და სექტორული ინტერესების დასადგენად. მიღებული ინფორმაციისა და სტუდენტების ინტერესების გათვალისწინებით, PMI Georgia-მ შეარჩია შესაბამისი პარტნიორი კომპანიები: Tegeta Motors, Idea Development, Kursi.ge, Tbilisi Heart Center   და პროექტები. 

სტუდენტები მცირე ჯგუფებად მუშაობდნენ კომპანიების მიერ წარმოდგენილ რეალურ ბიზნეს ქეისებსა და პროექტებზე, თანამშრომლობდნენ კომპანიების წარმომადგენლებთან და მუშაობის შედეგად შეიმუშავეს შესაბამისი ანალიზი და პრაქტიკული რეკომენდაციები, რომელიც პრეზენტაციის სახით წარადგინეს, როგორც საბაკალავრო ნაშრომი. 

"პროექტის პრაქტიკული ნაწილის დაწყებამდე PMI Georgia-მ სტუდენტებისთვის ჩაატარა ტრენინგების სერია, რომლის მიზანი იყო მათი მომზადება პროექტებზე ეფექტიანად მუშაობისთვის და შესაბამისი პრაქტიკული უნარების განვითარება. აღნიშნული ტრენინგები სტუდენტებს დაეხმარა პროექტების მართვის პრინციპების გაცნობასა და მიღებული ცოდნის შემდგომ პრაქტიკულ გამოყენებაში. Capstone პროექტის ფარგლებში სტუდენტების მიერ შესრულებული ნაშრომები წარმოადგენდა მათ საბაკალავრო ნაშრომებს. პროექტის ფარგლებში სტუდენტებს მიეცათ შესაძლებლობა, საბაკალავრო ნაშრომზე ემუშავათ რეალურ ბიზნესპრობლემაზე დაფუძნებით და კვლევის შედეგები პრაქტიკულ კონტექსტში წარმოედგინათ" - გვიზიარებს ბიზნესის და ადმინისტრაციულ მეცნიერებათა სკოლის დირქტორი მაია ამაშუკელი






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი