22 December 2025
საქართველოს უნივერსიტეტში სამშვილდის არქეოლოგიური ექსპედიციის წლიური საანგარიშო კონფერენცია გაიმართა
19 დეკემბერს, საქართველოს უნივერსიტეტში სამშვილდის არქეოლოგიური ექსპედიციის წლიური საანგარიშო კონფერენცია გაიმართა, შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეებმა და ექსპედიციის მკვლევარებმა მოხსენებები წარადგინეს, წლიური სამუშაოს ირგვლივ, რომელიც მოიცავდა შემდეგ საკითხებს:
სამშვილდის ციხის განახლებული ტოპოგრაფია და უახლესი აღმოჩენები;
არქეოლოგიური კვლევის შედეგები სიონის უბანზე;
სამშვილდის ნაქალაქარის ბიოარქეოლოგიური მასალის კომპლექსური კვლევის შედეგები;
სამშვილდის ნაქალაქარზე აღმოჩენილი ზოოარქეოლოგიური მასალის კვლევა და მისი მნიშვნელობა;
სამშვილდის ნაქალაქარზე აღმოჩენილი ლითონის ნაკეთობათა კონსერვაცია-რესტავრაცია;
სამშვილდის ნაქალაქარზე აღმოჩენილი მოდიფიცირებული რქისა და ძვლის არტეფაქტები და მათი კვლევა;
სამშვილდის მტკვარ-არაქსული ძეგლი.
კონფერენციის ფარგლებში, გაიმართა საჯარო დისკუსია, რაც შეეხებოდა აღმოჩენილი ფაქტების/წყაროების მნიშვნელობის განხილვას საქართველოს ისტორიაში, როგორც სამეცნიერო მიმართულებაში. მიმართულებების მიხედვით, განხილული იყო ჩატარებული სამუშაოების სპეციფიკა და ის ტექნიკები - რასაც საექსპედიციო ბაზის თანამშრომლები იყენებენ.
საქართველოს უნივერსიტეტის, სამშვილდის არქეოლოგიური ექსპედიცია, წლებია მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანესი ფაქტების აღმოჩენასა და კლასიფიცირებაში.