ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

სიახლეები


SHARE ON


12 September 2022
დერმატო-ვენეროლოგია

„საქართველოს უნივერსიტეტი“  აცხადებს მიღებას დიპლომისშემდგომ საგანამანათლებლო პროგრამაზე "დერმატო-ვენეროლოგია" კვოტა-2

პროგრამის ხელმძღვანელი - ნატო დურგლიშვილი 

კლინიკური ბაზები:

შ.პ.ს. „კანვენი-კანისა და ვენსნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ეროვნული ცენტრი“ (ქ. თბილისი, ჩაჩავას ქ. N1); 

შ.პ.ს.  „გიდმედი“ (ქ. თბილისი, ლუბლიანას ქ. N13, მ. ჭიაურელის ქ. N6); 

შ.პ.ს. „იმედის კლინიკა’’ (ქ. თბილისი, სოფელი დიღომი, ვეფხისტყაოსნის ქ. N38); 

შ.პ.ს. „მრავალპროფილური კლინიკა კონსილიუმ მედულა“ (ქ. თბილისი, ა. პოლიტკოვსკაიას ქ. N6გ). 

სარეზიდენტო/რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლების მიღების მიზნით კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს პირს, რომელმაც ერთიან დიპლომისშემდგომ საკვალიფიკაციო გამოცდაზე მოიპოვა 170 ქულა ან მეტი და აქვს მაძიებლის დამადასტურებელი სახელმწიფო მოწმობა.

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს: ა) აკრედიტირებული უმაღლესი სამედიცინო საგანმანათლებლო დაწესებულების კურსდამთავრებულ დიპლომირებულ მედიკოსს, რომელმაც დადგენილი წესის მიხედვით ჩააბარა ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდა და მიიღო სპეციალობის მაძიებლის დამადასტურებელი მოწმობა ან/და შესაბამისი ცნობა; ბ) სერტიფიცირებულ ექიმ-სპეციალისტს, რომელსაც სურს მოიპოვოს ახალ საექიმო სპეციალობაში დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება; გ) პირს, რომელსაც უმაღლესი სამედიცინო განათლება მიღებული აქვს საზღვარგარეთ და მისი დიპლომი აღიარებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

საბუთების მიღება დასრულდება 20 სექტემბერს.

ზეპირი გასაუბრება ჩატარდება 26-27 სექტემბერს.

რეზიდენტურის/რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადება) პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველმა პირმა უნივერსიტეტის ვებ გვერდზე უნდა შეავსოს განცხადება სარეზიდენტო პროგრამაზე დაშვების შესახებ მისამართზე: ____________ და ნაბეჭდი სახით და ელექტორონულ მატარებელზე (CD) უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

  • ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შედეგად მინიჭებული სპეციალობის მაძიებლის დამადასტურებელი მოწმობა და/ან ცნობა, რომლის გაცემის მომენტიდან არ გასულა 3 (სამი) წელი;
  • უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი და დიპლომის ასლი);
  • Curriculum Vitae (CV);
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და მოწმობის ასლი;
  • 2 ფერადი ფოტოსურათი ზომით 3X4;
  • დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი (მხოლოდ ექიმ-სპეციალისტებისთვის).

სარეზიდენტო/რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადება) პროგრამებზე მაძიებელთა ჩარიცხვა ხორციელდება რექტორის ბრძანებით.

საბუთების მიღება და გასაუბრება იწარმოებს მისამართზე:

ქ. თბილისი, მ. კოსტავას ქ. N77ა, I კორპუსი, ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლა

საკონტაქტო პირები: ნატო დურგლიშვილი მობ: 593241010

                                         ელზა ნიკოლეიშვილი მობ: 591006037

E mail: n.durglishvili@ug.edu.ge

             e.nikoleishvili@ug.edu.ge

 

სარეგისტრაციო ფორმა - https://ug.edu.ge/ge/sarezidento-programebi






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge, ug@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge, ug@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი