ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

სიახლეები

SHARE ON


13 July 2026

UG ტექნოლოგიური დიალოგი - ქალაქ ფოთში და ქალაქ ზუგდიდში

 

9 და 10 ივლისს, საქართველოს უნივერსიტეტის ორგანიზებით, ქალაქ ზუგდიდსა და ქალაქ ფოთში, შემეცნებითი შეხვედრა გაიმართა თემაზე  "AI, ახალი ტექნოლოგიები და მომავლის პროფესიები“.

შეხვედრა განკუთვნილი იყო უფროსკლასელებისთვის, აბიტურიენტებისთვის და ყველა იმ ახალგაზრდისთვის, ვისაც აინტერესებს, როგორ ცვლის ტექნოლოგია სამყაროს და რა უნარებია საჭირო წარმატებისთვის სწრაფად ცვალებად პროფესიულ გარემოში.

ღონისძიებას უძღვებოდა, საქართველოს უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი ტექნოლოგიების მიმართულებით ნანა დიხამინჯია, რომელმაც  მონაწილეებს გააცნო ხელოვნური ინტელექტის განვითარების თანამედროვე ტენდენციები და ისაუბრა იმაზე, თუ როგორ შეცვალა AI-მ ცოდნის მიღების, დამუშავებისა და გაზიარების კონცეფცია. 

შეხვედრის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა იმ შესაძლებლობებსაც, რომელსაც დღეს ტექნოლოგიური განათლება ქმნის და როგორ პასუხობს ამ გამოწვევებს საქართველოს უნივერსიტეტის ტექნოლოგიური და საინჟინრო პროგრამები.

აღსანიშნავია, რომ რეგიონალური შეხვედრების ფარგლებში, ქალბატონ ნანა დიხამინჯიასთან ერთად დამსწრე საზოგადოებას შეხვდა მიხეილ წიკლაური, Apple-ის ტექნოლოგიური ლიდი, რომელმაც აუდიტორიას გაუზიარა სილიკონის ველში მიღებულ გამოცდილება, ისაუბრა მსოფლიო ტექნოლოგიური ინდუსტრიის განვითარებაზე, ინოვაციების კულტურასა და იმ გზებზე, რომლებიც იდეებს გლობალურ შესაძლებლობებად აქცევს.

საქართველოს უნივერსიტეტი განსაკუთრებული მადლობას უხდის შეხვედრების ფარგლებში პარტნიორ ორგანიზაციებს - არსებული სივრცეებით სარგებლობისთვის, ქ. ზუგდიდში ამერიკულ კუთხეს, ხოლო ქალაქ ფოთში - ახალგაზრდულ ჰაბს. მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი პარტნიორობის დახმარებით უნივერსიტეტი აქტიურად სთავაზობს ადგილობრივ მოსახლეობას, სხვადასხვა თემატურ შეხვედრებსა და პრაქტიკულ ვორქშოფებს. 






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი