26-28 ნოემბერს, საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორმა - ანა ხურციძემ მონაწილეობა მიიღო მსოფლიო იურისტთა ასოციაციის (World Jurist Association ) მიერ დაფუძნებულ EuroLatamLex- ის ყოველწლიურ კონგრესში, რომელსაც წელს მადრიდმა უმასპინძლა.
EuroLatamLex არის საერთაშორისო ქსელი, რომელშიც გაერთიანებული არიან წამყვანი იურისტები მსოფლიოს სხვადასხვა იურიდიული კომპანიებიდან და სამეცნიერო წრეებიდან.
იგი ხელს უწყობს სამართლებრივი მოსაზრებების გაცვლას და აკადემიური გამოცდილების გაზიარებას. სასიხარულოა, რომ საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლა იწყებს თანამშრომლობას მსოფლიო იურისტთა ასოციაციასთან და გეგმავს ერთობლივი ღონისძიებების ჩატარებას საქართველოს უნივერსიტეტის მასპინძლობით.