ENHANCE-GSL პროექტის ფარგლებში, საქართველოს უნივერსიტეტმა (UG) თემთან ჩართულობის 15 აქტივობა განახორციელა, რითაც გადააჭარბა თავდაპირველად განსაზღვრულ ოთხი აქტივობის მიზნობრივ მაჩვენებელს. ამ ინიციატივების მეშვეობით პროექტის ფარგლებში მიღებული ცოდნა და უნარები პრაქტიკაში დაინერგა, რამაც ხელი შეუწყო უნივერსიტეტსა და ადგილობრივ თემებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას.
უნივერსიტეტის თანამშრომლების ხელმძღვანელობითა და სტუდენტების, სკოლების, სათემო ჯგუფებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების ჩართულობით განხორციელებული აქტივობები მოიცავდა განათლების, სოციალური საკითხების, ჯანმრთელობის, გენდერული თანასწორობისა და თემის განვითარების სხვადასხვა მიმართულებას. მათ შექმნეს შესაძლებლობა, აკადემიური ცოდნა რეალურ გამოწვევებზე რეაგირებისთვის გამოეყენებინათ და ადგილობრივი თემების საჭიროებებზე მორგებული ინიციატივები განეხორციელებინათ.
მიღწეული შედეგები წარმოდგენილი იყო ENHANCE-GSL პროექტის დასკვნით კონფერენციაზე, რომელიც 2026 წლის 29 სექტემბერს გაიმართა. კონფერენციის ფარგლებში მოწყობილ პოსტერების სესიაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს უნივერსიტეტისა და პროექტის სხვა პარტნიორი უნივერსიტეტების მიერ განხორციელებული თემთან ჩართულობის აქტივობები.
ENHANCE-GSL პროექტის ფარგლებში მიღებული გამოცდილება და ჩამოყალიბებული პარტნიორული ურთიერთობები ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი ჩართულობის შემდგომ განვითარებას პროექტის დასრულების შემდეგაც.
მეტი ინფრმაციისთვის იხილეთ ვებგვერდი: https://enhance.ug.edu.ge/