ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

სიახლეები

SHARE ON


22 June 2026

Global Tech Weekend Tbilisi 2026

 

2026 წლის 19–21 ივნისს თბილისმა კიდევ ერთხელ უმასპინძლა რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ტექნოლოგიურ ღონისძიებას - Global Tech Weekend Tbilisi 2026 (GTWT), რომელმაც კავკასიისა და ცენტრალური აზიის ტექნოლოგიური ეკოსისტემები ერთ სივრცეში გააერთიანა.

წლევანდელი GTWT განსაკუთრებული მასშტაბით გამოირჩეოდა - სამი დღის განმავლობაში ღონისძიებამ 20,000-მდე საერთაშორისო და ადგილობრივ სტუმარს, 200-ზე მეტ სპიკერს, 150-ზე მეტ კომპანიას და 300-ზე მეტ ინვესტორს უმასპინძლა. კონფერენციის მთავარი დღე 20 ივნისს Factory Tbilisi-ში გაიმართა, სადაც ხუთ სცენაზე ტექნოლოგიური ინდუსტრიის ლიდერები თანამედროვე გამოწვევებსა და ინოვაციებზე მსჯელობდნენ.

კონფერენციის მთავარი თემები მოიცავდა ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი და Deep Tech, ფინტექი, Web3 და ბლოკჩეინი, ურბანული ინოვაციები, ვიდეოთამაშები და eSports, ჯანმრთელობის ტექნოლოგიები და სხვა.

Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის მთავარი სცენის ერთ-ერთი სპიკერი იყო საქართველოს უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, თამარ ქურდაძე.

თამარ ქურდაძე MBC Bank-ის ინფორმაციული უსაფრთხოების უფროსი სპეციალისტია. მას აქვს მნიშვნელოვანი გამოცდილება კიბერუსაფრთხოების სფეროში - წარსულში მუშაობდა საქართველოს ციფრული მმართველობის სააგენტოში კიბერუსაფრთხოების ანალიტიკოსად და პასუხისმგებელი იყო კრიტიკული საინფორმაციო სისტემების დაცვაზე. იგი კიბერუსაფრთხოებისა და მმართველობის მიმართულებით როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ექსპერტია და აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციასთან.

საქართველოს უნივერსიტეტი GTWT 2026-ზე საკუთარი სტენდითაც იყო წარმოდგენილი, სადაც სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ უნივერსიტეტის ტექნოლოგიურ პროგრამებს, ინოვაციურ საგანმანათლებლო მიდგომებსა და კარიერულ შესაძლებლობებს.

ღონისძიების ფარგლებში საქართველოს უნივერსიტეტის სტენდთან გაიმართა ტექნოლოგიური ქვიზი, რომელმაც მონაწილეებში განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია. ქვიზის შედეგად ორი გამარჯვებული გამოვლინდა.

პირველმა გამარჯვებულმა მიიღო საქართველოს უნივერსიტეტში ტექნოლოგიური მიმართულებით სამაგისტრო პროგრამაზე უფასოდ სწავლის შესაძლებლობა, რაც მომავალი ტექნოლოგიური ლიდერების მხარდაჭერისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

მეორე გამარჯვებულს გადაეცა სპეციალური პრიზი - სასტუმროს ვაუჩერი გიორგი უშიკიშვილის შატო მარანში.

საქართველოს უნივერსიტეტის მონაწილეობა Global Tech Weekend Tbilisi 2026-ში კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს უნივერსიტეტის მისიას - ხელი შეუწყოს ტექნოლოგიური განათლების განვითარებას, ინოვაციების მხარდაჭერას და ახალგაზრდა პროფესიონალების გაძლიერებას როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე.

 






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი