ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

სიახლეები

SHARE ON


10 June 2026

GLocal Evaluation Week 2026

 

3 ივნისს, საქართველოს უნივერსიტეტმა, მსოფლიოში უმსხვილესი ინიციატივის - შეფასების საერთაშორისო კვირეულის (GLocal Evaluation Week 2026) ფარგლებში, უმასპინძლა საერთაშორისო ღონისძიებას თემაზე - შეფასება ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და შეფასების პროფესიონალიზაცია საქართველოში.

GLocal კვირეული მსოფლიო ბანკის გლობალური შეფასების ინიციატივის (GEI) მიერ არის შექმნილი და მიზნად ისახავს მონიტორინგისა და შეფასების (M&E) სფეროში ცოდნის გაზიარებას. საქართველოს უნივერსიტეტი უკვე მეორე წელია ამ გლობალური ღონისძიების ოფიციალური პარტნიორია.

2026 წლის ღონისძიება განსაკუთრებული მნიშვნელობის იყო, რადგან მას ერთობლივად უმასპინძლეს:

  • HubEVAL-მა, რომელიც გახლავთ საქართველოს უნივერსიტეტის საჯარო ადმინისტრირების დეპარტამენტთან ახლად შექმნილი პირველი აკადემიური შეფასების ჰაბი აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რეგიონში.
  • საქართველოს შეფასებისა და სწავლების პროფესიონალთა ასოციაციამ (MELPA).

ღონისძიების ფარგლებში ორი პანელური დისკუსია გაიმართა, რომელიც შემდეგ ძირითად კითხვებს ეფუძნებოდა:

  • რა გავლენა აქვს მტკიცებულებათა შეგროვებასა და მის სანდობააზე ხელოვნურ ინტელექტს?
  • რა არის საჭირო იმისათვის, რომ შეფასება საქართველოში დამოუკიდებლად პროფესიად ჩამოყალიბდეს?

პანელური დისკუსიის შემდეგ, განხილვებში მონაწილეობა მიიღეს მონიტორინგისა და შეფასების პროფესიონალებმა, საერთაშორისო ორგანიზაციის, აკადემიური და კვლევითი წრეების წარმომადგენლებმა.

სპიკერები:

  • დეა ცარციძე, HubEVAL, საქართველოს უნივერსიტეტის საჯარო ადმინისტრირების დეპარტამენტი; Solution Alternatives International-ის (SAI) თანადამფუძნებელი პარტნიორი
  • ანა კვინტრაძე-ჰარდი, საქართველოს მონიტორინგის, შეფასებისა და სწავლების პროფესიონალთა ასოციაციის (MELPA) თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი
  • გვანცა ბესელია, ეთიკის, კეთილსინდისიერებისა და საჯარო მმართველობის ექსპერტი; საქართველოს საჯარო სამსახურის ბიუროს ადამიანური კაპიტალის განვითარების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი
  • ანი მანგოშვილი, HubEVAL; საქართველოს უნივერსიტეტის კვლევის ანალიტიკოსი; OGP-ის ახალგაზრდული მიმართულების წევრი; საჯარო მმართველობის მაგისტრანტი (UG)
  • დოქტორი ანის ბენ ბრიკი, ასოცირებული პროფესორი, ჰამად ბინ ხალიფას უნივერსიტეტის საჯარო პოლიტიკის კოლეჯი (კატარი)
  • ნინი ბოკუჩავა, ხელოვნური ინტელექტის (AI) ინჟინერი, Methodo; უტრეხტის უნივერსიტეტის მონაცემთა მეცნიერების, AI-სა და ინტელექტუალური სისტემების საბაკალავრო საფეხურის სტუდენტი
  • სერგეი გოტინი, IMACON Consulting Group-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი
  • მაულიკ ჩაუჰანი, Trestle Research and Consulting-ის დამფუძნებელი და დირექტორი
  • ანდრეა ადლერი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, კვებისა და შეფასების დამოუკიდებელი კონსულტანტი; ვაგენინგენის უნივერსიტეტის მაგისტრანტი
  • დიარ რამადანი, ზაარლანდის უნივერსიტეტის შეფასების მიმართულების მაგისტრანტი

პანელური სესიებს მოდერაციას უწევდნენ ნოდარ ხერხეულიძე - HubEVAL, საჯარო ადმინისტრირების დეპარტამენტის ხელმძღვანელი და მაია გუნცაძე - საქართველოს მონიტორინგის, შეფასებისა და სწავლების პროფესიონალთა ასოციაციის (MELPA) თანადამფუძნებელი. 






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი