ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

სიახლეები

SHARE ON


11 June 2026

საქართველოს უნივერსიტეტის, სოციალურ მეცნიერებათა სკოლის, Industry Talks ფორმატის ვორქშოფების სერია

 

11ივნისს, წარმატებით დასრულდა, საქართველოს უნივერსიტეტის, სოციალურ მეცნიერებათა სკოლის, Industry Talks ფორმატის ვორქშოფების სერია. 

საქართველოს უნივერსიტეტის, სოციალურ მეცნიერებათა სკოლის, Industry Talks ფორმატი გულისხმობს დარგის წამყვანი პროფესიონალების მხრიდან, ჟურნალისტიკისა და სტრატეგიული კომუნიკაციების სტუდენტებისთვის საკუთარი გამოცდილების და დარგში არსებული გამოწვევების თუ არსებული ტენდენციების შესახებ ინფორმაციის გაზიარებას. პროექტის ფარგლებში, სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ დასწრებოდნენ ვორქშოფებს, სხვადასხვა მიმართულებით და გაეძლიერებინათ პროფესიული, პრაქტიკული განათლების ხარისხი. 

შეხვედრებს უძღვებოდნენ: 

  • სალომე ფოცხვერია - სააგენტო "Maverik" საერთაშორისო პროექტების მენეჯერი, საქართველოს უნივერსიტეტის სტრატეგიული კომუნიკაციების პროგრამის კურსდამთავრებული.
  • ანკა ანტონი / Anca Anton - EUPRERA-ს ( European Public Relations Education and Research Association ) ვიცე პრეზიდენტი. 
  • გიორგი აბულაძე - სარეკლამო სააგენტო SUPERMARKET ქოფირაითერი, Cannes Lions Georgia 2026-ის Film კატეგორიის ოქროს მფლობელი, საქართველოს უნივერსიტეტის სტრატეგიული კომუნიკაციების პროგრამის კურსდამთავრებული. 
  • ციცი ბოდოკია - კრეატიული სააგენტო კრაკენის და სილქნეტის არტ დირექტორი.

თითოეულმა სპიკერმა, სტუდენტებს საკუთარი პროფესიული გამოწვევები და მიღწევები გაუზიარა, პრაქტიკული ვორქშოფების დახმარებით. აღსანიშნავია, რომ მსგავსი შეხვედრათა ფორმატი მნიშვნელოვანია სტუდენტებისთვის არამარტო პრაქტიკული გამოცდილებების გასაზიარებლად, არამედ პროფესიული ნეთვორქინგის გასაძლიერებლად, რაც შემდგომში მათი დასაქმების პერსპექტივებს მეტად ზრდის. 

 






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი