19 მაისს საქართველოს უნივერსიტეტში, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისათვის, საინფორმაციო შინაარსის შეხვედრა გაიმართა, თემაზე: კიბერჰიგიენა.
შეხვედრას გიორგი პირველი, საქართველოს უნივერსიტეტის ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი უძღვებოდა. შეხვედრის მთავარი თემა ინტერნეტსივრცეში უსაფრთხოების დაცვა, კიბერსაფრთხეების იდენტიფიცირება და მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება იყო.
დისკუსიის ნაწილში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საფრთხის შემცველ USB მოწყობილობებს, ფიშინგს და სოციალური ინჟინერიის მეთოდებს, მოწყობილობებზე თავდასხმის კუთხით. სპიკერმა ისაუბრა იმაზე, თუ რატომ რჩება სოციალური ინჟინერია კიბერდამნაშავეებისთვის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ მექანიზმად და როგორ ცდილობენ თავდამსხმელები ადამიანების შეცდომაში შეყვანითა და შიდა ინფორმაციული შეტევებით სასურველი მონაცემების მოპოვებას.
ასევე, მოწვეული ადმინისტრაციული თანამშრომლებისათვის, განიხილეს ორფაქტორიანი იდენტიფიკაციის (2FA) მნიშვნელობაც, რომელიც უსაფრთხოების დამატებით მექანიზმს წარმოადგენს და მომხმარებლის იდენტობის დასადასტურებლად ავთენტიფიკაციის ერთზე მეტ მეთოდს იყენებს.
აღსანიშნავია, რომ მონაწილეებმა მიიღეს პრაქტიკული რეკომენდაციები ოპერაციული სისტემების დროული განახლებისა და ინტერნეტში მუშაობისას გავრცელებული კიბერთაღლითური შემთხვევებისგან თავდაცვის გასაძლიერებლად.