2-6 თებერვლის ჩათვლით საქართველოს უნივერსიტეტმა ინოვაციების კვირეულს უმასპინძლა, რომლის ფარგლებშიც საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებმა, მე - 10, 11, 12 კლასის 400-მდე მონაწილემ დეტალური ინფორმაცია მიიღო მომავლის პროფესიების შესახებ. კვირეულის ფარგლებში, მონაწილეებმა პრაქტიკულად და თეორიულად გაიცნეს ის მიმართულებები რომელიც დღეს შრომის ბაზარს ცვლის და რაც მთავარია - მომავლის პროფესიებად განისაზღვრება, ასევე დეტალური ინფორმაცია მიიღეს საქართველოს უნივერსიტეტის ახალ, 14 საბაკალავრო პროგრამაზე.
ინოვაციების კვირეული მოიცავდა ისეთი პროფესიების გაცნობას როგორებიცაა:
· ხელოვნურ ინტელექტი AI
· კიბერუსაფრთხოება
· თამაშების დეველოპმენტი
· ჭკვიან მოწყობილობები
· თამაშის დიზაინი Game design
როგორც უნივერსიტეტის რექტორი, კონსტანტინე თოფურია აღნიშნავს, საქართველოს უნივერსიტეტი ყალიბდება, როგორც რეგიონის ტექნოლოგიური ეკოსისტემის ჰაბი. ეს ღონისძიება კი - მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს შეხვდნენ დარგის პროფესიონალებს და ჩაერთონ დისკუსიებსა თუ ვორქშოფებში, რათა რეალურ გარემოში მუშაობის გამოცდილება მიიღონ.
აღსანიშნავია, რომ კვირეულს წინ უსწრებდა საქართველოს უნივერსიტეტის, ახალი,14 საბაკალავრო პროგრამის სრული აკრედიტაცია, კიბერუსაფრთოების, ინჟინერიისა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით, რაც ტექნოლოგიური განათლების გაძლიერებისა და პოპულარიზაციისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
ტექნოლოგიების კვირეული კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ თანამედროვე განათლება მხოლოდ თეორიულ ცოდნაზე აღარ არის დაფუძნებული, ის პრაქტიკულ გამოცდილებას, ინტერაქციულ ჩართულობასა, პროფესიონალებთან უშუალო კომუნიკაციასა და პანელურ დისკუსიებს მოითხოვს. როგორც კერძო სკოლის "აიბი მთიები" -ს მოსწავლე, ქეთა ქოროღლიშვილი გვიზიარებს - ეს კვირეული მოსწავლეებისთვის კარგი შესაძლებლობაა სხვადასხვა სფეროს გასაცნობად, განსაკუთრებით ხელოვნური ინტელექტის, რომლის ფარგლებშიც მიღებული გამოცდილება და ცოდნა დაეხმარებათ პრეორიენტაციაში. სწორედ ასეთმა ფორმატმა აქცია ღონისძიება ახალგაზრდებისთვის არა მხოლოდ ინფორმაციულ, არამედ შთამაგონებელ გამოცდილებად და დაანონსდა, მისი ყოველწიურობა.
თემატურია, რომ კვირეულის დასკვნითი დღის ფარგლებში, საქართველოს უნივერსიტეტმა, საპატიო მეცნიერის ჯილდო გადასცა, ინფორმატიკის ინსტიტუტის დირექტორს, ბატონ სერგო ცირამუას, მეცნიერებაში გაწეული წვლილისთვის.