იტალიის რესპუბლიკის საელჩოს მხარდაჭერით, საქართველოს უნივერსიტეტის კულინარიის აკადემიას, "არს გუსტოს" იტალიის საერთაშორისო კულინარიის სკოლა “ALMA”ესტუმრა.
კულინარიული სკოლა “ALMA” ევროპის მასშტაბით ყველაზე დიდი პროფილური და პრესტიჟული სასწავლებელია, მათი ვიზიტის ფარგლებში „არს გუსტოში“ ჩატარდა ერთდღიანი მასტერ-კლასი, რაც მოიცავდა იტალიური პასტების მომზადების სრულ კურსს. “ALMA”-ს ბრენდ-შეფის, სტეფანო კარსოს და შეფ-მზარეულის, დანიელა ანტონიოტისგან.
სტუმრობის ფარგლებში, “ALMA”-ს ბრენდ-შეფის, სტეფანო კარსოს და შეფ-მზარეულის, დანიელა ანტონიოტისგან სტუდენტებს ჩაუტარდათ იტალიური პასტების მომზადების მასტერ-კლასი, რაც მოიცავდა სრულ, პრაქტიკულ და თეორიულ კურსს, მეცადინეობების შემდეგ, UG კულინარიის აკადემიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკატერინე ნადაშვილმა და იტალიური კულინარიული სკოლის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორმა, ალმოს გაჩეოტიმ სტუდენტებს ერთობლივად გადასცეს ორენოვანი საერთაშორისო სერტიფიკატები, რაც ქართულ კულინარიულ საგანმანათლებლო სფეროში, პირველი პრეცენტედენტია.
საქართველოს უნივერსიტეტის კულინარიის აკადემია „არს გუსტო“ უკვე სამი წელია ქართულ საგანმანათლებლო ბაზარზე ოპერირებს, როგორც ერთადერთი კულინარიული აკადემია, რომელიც კულინარიის სრულ კურსს აერთიანებს:
საერთაშორისო კულინარიული აკადემიის „ALMA” წარმომადგენლების მასტერ-კლასი კი, სტუდენტებს საშუალებას აძლევს გაიძლიერონ პრაქტიკული გამოცდილება და გაეცნონ, კულინარიის სფეროში არსებულ თანამედროვე საჭირობებს, თუ გამოწვევებს.