ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

სიახლეები

SHARE ON


4 May 2026

საერთშორისო პროექტი - ინტერკულტურული კომუნიკაციის მარათონი

 

წარმატებით დასრულდა საქართველოს უნივერსიტეტისა და ტომას ბატას უნივერსიტეტის,(ჩეხეთი) საერთო, ერთთვიანი, საერთაშორისო, სასწავლო პროექტი, სტრატეგიული კომუნიკაციების პროგრამის სტუდენტებისათვის - "ინტერკულტურული კომუნიკაციის მარათონი" 

პროექტი დაეთმო ინტერკულტურული კომუნიკაციის ანალიზს და დასრულდა აკადემიური „მარათონით“, სადაც გუნდებმა საკუთარი კვლევები და ანალიტიკური ნამუშევრები წარმოადგინეს. სასწავლო მოდულის ფარგლებში, სტუდენტებმა გუნდურად იმუშავეს რეალურ, მრავალფეროვან კონტექსტებზე - გააანალიზეს კულტურათაშორისი კომუნიკაციის სტილები, ბარიერები, გაუგებრობების მიზეზები და მათი გადაჭრის სტრატეგიები. 

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმას, თუ როგორ განსხვავდება კომუნიკაცია კულტურების მიხედვით და როგორ აისახება ეს როგორც პროფესიულ, ისე ყოველდღიურ გარემოში. 

აღსანიშნავია, რომ ეს ინიციატივა წარმოადგენს საერთაშორისო სწავლებისა და კვლევის ერთობლივი გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობას, რომელიც სცდება თეორიულ ცოდნას და სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, იმუშაონ რეალურ მრავალკულტურულ გარემოში, გუნდურად. Მიიღონ პრაქტიკული და დასავლური/თანამედროვე სტანდარტების საერთაშორისო გამოცდილება და რაც მთავარია, განივითარონ თანამშრომლობისა და ნეთვორქინგის უნარები. 

სტუდენტებს: Ბურდიაშვილი სალომე, Ახვლედიანი ელენე, Ბარამიძე გიორგი, Ჭიალაშვილი თამარი, Შავდია სოფიკო, გოგობერიშვილი კესარია,Სულხანიშვილი ელენე, Ცარციძე თეკლა, Ცოცხალაშვილი ანა, Ჟღენტი ელენე, Სახოკია სოფო, და ქველაძე სალომეს ერთი თვის განმავლობაში საშუალება ჰქონდათ პროფესიულ/ რეალურ გარემოში პრაქტიკული სამუშაოების დახმარებით მიეღოთ გამოცდილება, რაც მთავარია საკუთარი თავი (გუნდი) წარედგინათ საერთაშორისო ავანსცენაზე, სადაც კომუნიკაციის დამყარება განსხვავებული კულტურის წარმომადგენლებს შორის მოუხდათ და წარმატებული შედეგის მისაღწევად არამხოლოდ თეორიული ცოდნა, არამედ ძლიერი თვითრეალიზაციის უნარები დასჭირდათ. 

აღსანიშნავია, რომ მსგავსი პროექტები, საქართველოს უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამების მთავარ ნიშას ემსახურება, რომ თითოელი პროფესია ისწავლებოდეს არამხოლოდ თეორიულ, არამედ პრაქტიკულ ორიენტირზე დაფუძნებით, რაც კურსდამთავრებულს რეალურ სამუშაო სივრცეში ადვილ ადაპტაციაში ეხმარება. 






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი