ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

სიახლეები

SHARE ON


22 June 2026

იმიტირებული გამოცდები ქალაქ ქუთაისსა და ზუგდიდში

 

18 -19 ივნისს, საქართველოს უნივერსიტეტმა, ქალაქ ზუგდიდსა და  ქალაქ ქუთაისში, იმიტირებული გამოცდების წერის შესაძლებლობა მისცა ადგილობრივ მე -11 და მე - 12 კლასის მოსწავლეებს. 

ათეულობით აბიტურიენტმა საკუთარი თავი ორ ძირითად საგანში გამოსცადა. ქართული ენა და ლიტერტურა, და ინგლისური ენა. 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს უნივერსიტეტის ეს, ყოველწლიური ინიციატივა მეთორმეტე და მეთერთმეტე კლასელებს საშუალებას აძლევს გამოსცადონ საკუთარი ცოდნა და მეტად მომზადებულები შეხვდნენ ძირითად, ეროვნულ გამოცდებს. 

იმიტირებულ გამოცდებში მონაწილეობით მოსწავლეებს შესაძლებობა აქვთ: 

  • გამოსცადონ საკუთარი თავი სტრესულ საგამოცდო გარემოში;
  • შეეგუონ დროის მართვის რეალურ ზეწოლას;
  • ნახონ ეროვნული გამოცდების ანალოგიური სტრუქტურის ტესტები;
  • გაიგონ, რეალური ცოდნის დონე თითოეულ საგანში;
  • სწორად დაგეგმონ დარჩენილი დრო და ფოკუსირდეთ სუსტ მხარეებზე;
  • და რაც მთავარია, შეხვდნენ ეროვნულ გამოცდებს მეტი თავდაჯერებით და სიმშვიდით.

საქართველოს უნივერსიტეტისა და ამერიკული კუთხის (ზუგდიდი) თანამშრომლობით ადგილობრივ მოსწავლეებს სივრცეში ამ უკანასკნელმა უმასპინძლა.

მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეები მაქსიმალურად მოკლე ვადაში გაეცნობიან ტესტირების შედეგებს, რომელთა შექმნაშიც, საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორ - მასწავლებლები იღებენ მონაწილეობას და ნაშრომებს იდენტური მეთოდით ასწორებენ,  ამიტომ ყველა მონაწილე ფაქტობრივად წინასწარ იგებს შესაძლო შედეგს და დარჩენილ დროში - ეროვნულ გამოცდებამდე, საშუალება აქვს დაამუშაოს ხარვეზები. 

საქართველოს უნივერსიტეტი ყველა აბიტურიენტს წარმატებას უსურვებს. 

 






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი