27 მარტს, საქართველოს უნივერსიტეტში აკადემიური ნაშრომის - "რუსული ოკუპაციის ისტორია საქართველოში“ - პრეზენტაცია გაიმართა. წიგნის ავტორი უნივერსიტეტის პროფესორი და თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტის ისტორიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დოდო ჭუმბურიძეა.
ნაშრომზე ასევე მუშაობდნენ:
ნაშრომში განხილულია რუსული ოკუპაციის ისტორია საქართველოში 1801 წლიდან დღემდე. წარმოდგენილია იმპერიული ძალაუფლების დამკვიდრების მექანიზმები, ოკუპაციის პოლიტიკური, სოციალური და კულტურული შედეგები, ასევე მისი გავლენა ქართველი ხალხის ეროვნულ იდენტობასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე. წიგნი მოიცავს საქართველოს ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და კომპლექსურ პერიოდს - 1801 წლიდან დღემდე რუსული ოკუპაციის პროცესს. ნაშრომში გაანალიზებულია იმპერიული ძალაუფლების დამკვიდრების მექანიზმები, ოკუპაციის პოლიტიკური, სოციალური და კულტურული შედეგები, ასევე მისი გავლენა ქართველი ხალხის ეროვნულ იდენტობასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე.
წიგნი წარმოადგენს მნიშვნელოვან წვლილს საქართველოს ისტორიისა და ოკუპაციის კვლევის მიმართულებით და როგორც ავტორი ამბობს: " საინტერესო იქნება როგორც აკადემიური წრეებისთვის, ისე ფართო საზოგადოებისთვის, რადგან წიგნში განხილულია რუსეთ საქართველოს ურთიერთობები და შეფასებულია საერთაშორისო წყაროებში მოცემული ინფორმაცია, რაც მეტად ობიექტური შეფასების საშუალებას იძლევა." დოდო ჭუმბურიძე
პრეზენტაციის ფარგლებში გაიმართა საჯარო დისკუსია, სადაც რუსული ოკუპაციის საკითხი სხვადასხვა პერსპექტივიდან – ისტორიული, პოლიტიკური, იურიდიული და სოციო-კულტურული კონტექსტების გათვალისწინებით - განიხილეს.