ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

სიახლეები

SHARE ON


6 May 2026

ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლა განათლების ადმინისტრირების საერთაშორისო კონგრესზე

 

საქართველოს უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის დირექტორმა, პროფესორმა თინა ღუდუშაურმა და რევაზ ტაბატაძემ (საქართველოს უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის ასოცირებული პროფესორი) მონაწილეობა მიიღეს განათლების ადმინისტრირების მეცხრამეტე საერთაშორისო კონგრესში, რომელიც გაიმართა ქუშადასში.(თურქეთი) 

აღსანიშნავია, რომ კონგრესი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პლატფორმას განათლების ადმინისტრირების მიმართულებით, სადაც განიხილება შემდეგი საკითხები: 

  • განათლების პოლიტიკის თანამედროვე ტენდენციები
  • სკოლის ლიდერობა და მართვა
  • განათლების სისტემის გამოწვევები და ინოვაციური მიდგომები
  • ციფრული ტრანსფორმაცია განათლებაში

ღონისძიების ფარგლებში, Georgian Association for Interdisciplinary Research in Education-სა და Educational Administration Research and Development Association-ს შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც საქართველოს უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პროფესიული წარმატება მეტად მრავალმხრივი გახდება. თანამშრომლობა ითვალისწინებს ერთობლივ აქტივობებსა და ინიციატივებს, რაც ხელს შეუწყობს:

  • საერთაშორისო აკადემიური კავშირების გაღრმავებას
  • ერთობლივი კვლევებისა და პროექტების განვითარებას
  • განათლების ადმინისტრირების სფეროში ცოდნის გაზიარებას

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ განათლების ადმინისტრირების ოცდამეერთე საერთაშორისო კონგრესი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართება. 






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი