2024 წლის 17 თებერვალს საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლისა და გლობალური და ევროპული ჯანმრთელობის განათლებისა და კვლვევების ინსტიტუტის ორგანიზებით ჩატარდა სამეცნიერო კონფერენცია, რომლის მიზანს შეადგენდა ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლაში არსებული სამეცნიერო-კვლევითი პოტენციალის ანალიზი და 2024-2025 წლებისთვის პრიორიტეტული კვლევითი მიმართულებების განსაზღვრა და დაზუსტება.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ სკოლის პროფესორ-მასწავლებლები, სკოლისა და პროგრამის განვითარების საბჭოს წევრები, დოქტორანტები, მაგისტრანტი და ერთსაფეხურიანი პროგრამის კვლევებში ჩართული სტუდენტები, ასევე, საუნივერსიტეტო შესაბამისი ინსტიტუციების წარმომადგენლები.
კონფერენციის მონაწილეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები სამეცნიერო კვლევების მიმდინარეობის და მოსალოდნელი/მიღებული შედეგების შესახებ. პრეზენტაციების შემდეგ იმართებოდა საინტერესო დისკუსიები, სადაც გამომსვლელები პასუხობდნენ დამსწრეთა შეკითხვებს წრმოდგენილ კვლევებთან დაკავშირებით.