25-27 ივნისს საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლის სიმულაციური ცენტრის ხელმძღვანელი, ხათუნა ჯოჯუა იმყოფებოდა ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაზე SESAM 2026, რომელიც ჩატარდა საფრანგეთში, ქალაქ ლიონში.
ამ დღეების განმავლობაში მან მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა სემინარებსა და ვორკშოფებში, გაეცნო სიმულაციური სწავლების გამოწვევებს, მიღწევებს და სამომავლო პერსპექტივებს. მან დათვალიერა და დატესტა სხვადასხვა კომპანიების მიერ წარმოდგენილი თანამედროვე მანეკენები და მულაჟები.
კონფერენციის მიმდინარეობის პერიოდში მოხდა სხვადასხვა მწარმოებელი კომპანიებისა და მათ წარმომადგენელთა გაცნობა,ურთიერთთანამშრომლობისა და კონტაქტების დამყარება.