საქართველოს უნივერსიტეტის Სტრატეგიული კომუნიკაციების პროგრამის სტუდენტებმა კიდევ ერთხელ მიაღწიეს წარმატებას ევროპის PR და კვლევითი საერთაშორისო ასოციაციის - EUPRERA-სა და საერთაშორისო PR საკონსულტაციო სააგენტოების გაერთიანების - ICCO-ს მიერ ორგანიზებულ მსოფლიო მასშტაბის კონკურსში FuturePR.
Კონკურსში მსოფლიოს 19 ქვეყნის 100-მდე სტუდენტი იღებდა მონაწილეობას და მაღალი კონკურენციის პირობებში, საქართველოს უნივერსიტეტის 7 სტუდენტი მოხვდა ფინალისტებს შორის, რაც საგრძნობლად აღემატება სხვა უნივერსიტეტების შედეგებს.
სტუდენტებმა ინდივიდუალური დავალებების ფარგლებში შეიმუშავეს პრაქტიკაზე დაფუძნებული PR სტრატეგიები დეზინფორმაციის წინააღმდეგ, რაც ითხოვდა სიღრმისეულ კვლევებს, ანალიტიკურ უნარებსა და რეალურ ინდუსტრიულ სტანდარტებზე მორგებულ ხედვას.
სამდღიანი ინტენსიური, უწყვეტი მუშაობის შედეგად მათ წარმოადგინეს უმაღლესი დონის ნაშრომები, რომლებიც შეფასდა წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორებისა და ინდუსტრიის პრაქტიკოსი პროფესიონალებისგან შემდგარი საერთაშორისო ჟიურის მიერ.
Ფინალისტი სტუდენტები არიან: სალომე აბაშიძე, ინა ლიკლიკაძე, ნია ურუშაძე, სალომე ბურდიაშვილი, ანა ცოცხალაშვილი, ია ჭუნაშვილი და სალომე თურმანიძე. ისინი ბოლო ეტაპზე გუნდურად იმუშავებენ საერთაშორისო სტუდენტებთან ერთად EUPRERA-სა და ICCO-ს მიერ მიწოდებული ბრიფის მიხედვით.
ეს შედეგი კიდევ ერთხელ მოწმობს ჩვენი სტუდენტების პროფესიონალიზმზე, გლობალურ კონკურენტუნარიანობასა და აკადემიური გუნდის სიძლიერეზე.