ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

სიახლეები

SHARE ON


11 May 2026

საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები, საერთაშორისო პროეტქში - EUfactcheck Press Freedom Lab

 

საქართველოს უნივერსიტეტის ჟურნალისტიკისა და სტრატეგიული კომუნიკაციების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები: თამარ ჭიალაშვილი, სალომე თურმანიძე და ინა ლიკლიკაძე საერთაშორისო პროექტში - “EUfactcheck Press Freedom Lab” - მონაწილეობდნენ, რომელიც გერმანიაში, Jade University of Applied Sciences-ში გაიმართა. 

პროექტი, საქართველოს უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა სკოლისა და European Journalism Training Association-ის (EJTA) თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარდა. ის ეხებოდა პრესის თავისუფლების საკითხებს, ევროპაში ჰიბრიდული ომისა და ინტერნეტსივრცეში ბოტებისა და AI-გენერირებული პროპაგანდის მზარდი გავლენის კონტექსტში. 

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ფაქტების გადამოწმების, პასუხისმგებლიანი ჟურნალისტიკისა და სანდო ინფორმაციის მნიშვნელობას თანამედროვე საინფორმაციო გარემოში. პროექტის ფარგლებში სტუდენტები საერთაშორისო გუნდებში მუშაობდნენ ევროპელი ჟურნალისტი და სტრატეგიული კომუნიკაციის მენტორების ხელმძღვანელობით, ატარებდნენ ჟურნალისტურ კვლევას და ამზადებდნენ fact-check მასალებს ევროკავშირთან დაკავშირებულ თემებზე. 

აღსანიშნავია, რომ სტუდენტების ნამუშევრები EUfactcheck-ის საერთაშორისო პლატფორმაზე გამოქვეყნდება, რომელიც ევროპაში წამყვანი ჟურნალისტიკის სკოლების მიერ აღიარებულ ფაქტების გადამოწმების სტანდარტებს ეფუძნება. მსგავსი საერთაშორისო პროექტები სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას პრაქტიკულად იმუშაონ თანამედროვე მედიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მიმართულებაზე-ფაქტების გადამოწმებასა და დეზინფორმაციასთან ბრძოლაზე, განივითარონ კრიტიკული აზროვნება, კვლევითი და ჟურნალისტური უნარები, იმუშაონ საერთაშორისო გუნდებში და გაიმდიდრონ საკუთარი პროფესიული გამოცდილება საერთაშორისო პრაქტიკით.






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი