6 ივლისს, მენტალური კეთილდღეობის სახლი ,,მედეგი" -ს ორგანიზებითა და საქართველოს უნივერსიტეტის მხარდაჭერით, ქალაქ ზუგდიდში უფროსკლასელებისთვის პროექტი Talk Lab გაიმართა. პროექტი ითვალისწინებდა დამწყები სპიკერების გამოვლენას, ახალგაზრდებისათვის საინტერესო თემებზე სხვადასხვა სფიჩების მომზადებას და ახალგაზრდებში საჯარო გამოსვლის უნარების განვითრებას.
ტრენინგის ფარგლებში მოსწავლეები შეზღუდული დროის ფარგლებში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს საინტერესო და დასამახსოვრებელი სიტყვის წარმოთქმაში. აღსანიშნავია, რომ ასევე ჩატარდა ტრენინგი "საჯარო გამოსვლის ტექნიკები" რომელსაც საქართველოს უნივერსიტეტის ქ. ზუგდიდის კოორდინატორი, მაია ღუბელაძე უძღვებოდა.
შეხვედრის დასასრულს, მონაწილეებს: ელენე გოგოხია, მარიამ მესხია, მარიამ ქაჯაია, ნუცი როსტობაია, მარიამ სართანია, ანთუსა ბასიშვილი და ელენე კემულარიას სერტიფიკატებთან ერთად, უნივერსიტეტისგან სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.
მსგავსი პროექტები, განსაკუთრებით რეგიონებში, აქტიურად ეხმარება ახალგაზრდებს პროფორიენტაციის ჩამოყალიბებასა და კარიერისკენ პირველი ნაბიჯების გადადგმაში. თავის მხრივ საქართველოს უნივერსიტეტი აქტიურად უცხადებს მხარდაჭერას მსგავსს ლოკალურ პროექტებს - ახალგაზრდებისთვის.