ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

სიახლეები

SHARE ON


20 April 2026

საქართველოს უნივერსიტეტის მასწავლებელთა ფორუმი 2026

 

4 აპრილს, საქართველოს უნივერსიტეტმა,  „საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლისთვის“ სტრატეგიული პროექტის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა, მასწავლებელთა ფორუმს სახელწოდებით "გარდამავალი ეტაპები განათლებაში", რომელიც მოიცავდა: 

  • განათლების სხვადასხვა საფეხურს შორის კავშირის გააზრებას და გაძლიერებას;
  • გარდამავალ ეტაპებზე არსებული გამოწვევების იდენტიფიცირებას;
  • მასწავლებლებისთვის პრაქტიკული გამოცდილებისა და თანამედროვე მიდგომების გაზიარებას;
  • პროფესიული თანამშრომლობისა და ცოდნის გაცვლის პლატფორმის შექმნას;
  • სკოლებსა და უნივერსიტეტს შორის პარტნიორობის გაძლიერებას.

მასწავლებლების ფორუმი საქართველოს უნივერსიტეტის ახალი, მასშტაბური ინიციატივის ფარგლებში ჩატარდა, რაც რამოდენიმე ეტაპს აერთიანებს და მოიცავს საქართველოს მასშტაბით ყველა საფეხურის მასწავლებელს. მიზნად ისახავს მასწავლებლების მხარდაჭერას, მათი პროფესიული როლის გაძლიერებასა და უნივერსიტეტსა და სკოლებს შორის პარტნიორობის განვითარებას. პროექტი ჰოლისტურად წარმოაჩენს განათლების ეკოსისტემას და მის საფეხურებს შორის კავშირს: მოსწავლე – მასწავლებელი – სკოლა – უნივერსიტეტი.

"ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთ მასშტაბურ პროექტს უნივერსიტეტი უძღვება და რაც ყველაზე მთავარია ეს არ არის სეგმენტური კლასიფიკაციით შერჩეული პედაგოგებისთვის, ვგულისხმობ იმას, რომ ყველა საფეხურის მასწავლებელია ჩართული პროექტში. აღსანიშნავია, რომ ვორქშოფები ძალიან სწორად იყო შერჩეული, მათი დახმარებით ერთგვარი საგანამანათლებლო ჯაჭვი შეიკრა ბაღიდან - უნივერსიტეტამდე და რაც ყველაზე მთავარია ეს არ არის ერთჯერადი პროექტი, რაც მასწავლებლებს საშუალებას აძლევს ჩაერთონ სამომავლო აქტივობებში" ნათია უჩავა - მენტორი მასწავლებელი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი. 

აღსანიშნავია, რომ მასწავლებლების ფორუმზე გაჟღერდა პროექტის შემაჯამებელი ღონისძიების არსი "მასწავლებლის გავლენის ჯილდო“ მასწავლებლის დაჯილდოება, რომელსაც საკონკურსო პირობებით სპეციალური ჟიური გამოავლენს. გამოვლინდება ის მასწავლებელი, რომლის საუკეთესო ინიციატივები და პროექტები მნიშვნელოვან,  პოზიტიურ გავლენას ახდენს მოსწავლეებზე და სასწავლო პროცესზე.

საქართველოს უნივერსიტეტში გამართულ ფორუმს, მასწავლებლები მთელი საქართველოდან ესწრებოდნენ, აღსანიშნავია, რომ პროექტი აერთიანებდა ყველა საფეხურის მასწავლებელს.( საბაზო, საშუალო, დამამთავრებელი) მოწვეულ პედაგოგებს საშუალება ჰქონდათ დასწრებოდნენ ტრენინგებს, როგორც წმინდად აკადემიური მიმართულებით, ასევე სოციალური და ფსიქოლოგიური ტრანსფორმაციების ირგვლივ მიეღოთ ინფორმაცია, რაც თან ახლავს ყველა შემდგომ ეტაპს - განათლებაში. 

"ჩვენს ვორქშოფში, სადაც ვისაუბრეთ AI ინსტრუმენტების გამოყენებაზე, დეტალურად განვიხილეთ ის გამოწვევები, რაც მოსწავლისთვის ჯერ კიდევ ბაღის ასაკიდან იწყება, თუ როგორი ბაზით მოდის იგი პირველ კლასში, რამდენად უნდა იყოს ჩართული მშობელი ბაღის ასაკიდან და ასევე რა შესაძლებლობებით გადის მოსწავლე უკვე - უნივერსიტეტში, განვიხილეთ საერთაშორისო გამოცდილებები და დამაკავშირებელი რგოლები -რაც ერთმანეთთან ჰარმონიაში მაღალხარისხიან საგანამანათლებლო პროცესს ქმნის" დიმიტრი პოპოვი - ვორქშოფის ფასილიტატორი; კომპიუტერული და საინჟინრო ტექნოლოგიების ექსპერტი; საგანმანათლებლო ტექნოლოგიების ქოუჩი; ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კომპიუტერული ტექნოლოგიების ექსპერტი. 

 






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი