ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

სიახლეები


SHARE ON


1 March 2021
კიბერ უსაფრთხოების ახალი ინტეგრირებული კურსი ინფორმაციული ტექნოლოგიების პროგრამაში

საქართველოს უნივერსიტეტსა და ტალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებაში კიბერ უსაფრთხოების შესახებ ცნობადობის გაზრდას.  Მემორანდუმის ფარგლებში, პირველად საქართველოში, მეცნიებრებისა და ტექნოლოგიების სკოლის ინფორმაციული ტექნოლოგიების პროგრამის კურსს „კიბერ უსაფრთხოება და რეგულაციები“, წაიკითახვს ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი და სტუდენტებს გაუზიარებს საერთაშორისო გამოცდილებას კიბერ უსაფრთხოების მიმართულებით.

აღნიშნული კურსის გავლა შეუძლიათ საქართველოს უნივერსიტეტის არა მხოლოდ ინფორმაციული ტექნოლოგიების პროგრამის სტუდენტებს, არამედ სამართლისა და ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებითაც.

კიბერ უსაფრთხოება აღარ არის პრივილეგია იმ ადამიანებისათვის, რომლებიც ინფორმაციულ საზოგადოებას ქმნიან, ის მნიშვნელოვანია აღმასრულებელი დირექტორებისათვის, პოლიტიკოსებისათვის. დღეს საზოგადოება ყოველდღიურად საუბრობს კიბერ უსაფრთხოების შესახებ. ეს არის კრიზისი კომპიუტერული ვირუსის გამო, რომელიც შეიძლება შემთხვევით მოხვდეს სისტემაში სპამის საშუალებით, ეს შეიძლება იყოს დახვეწილი და მიზანმიმართული შეტევა - სწორედ ამიტომ, მთავარი კითხვა, რომლის წინაშეც ვდგავართ არის: რას ვაკეთებთ ამ დროს და რა ცოდნა უნდა გვქონდეს კიბერშეტევისას?

აქედან გამომდინარე, კიბერშეტევის შესახებ ცნობადობის ამაღლება საჭიროა არა მხოლოდ სტუდენტებისათვის, რომლებიც ეუფლებიან ახალ ცოდნას და გზას იკვალავენ პროფესიაში, არამედ მნიშვნელოვანია ყველა ორგანიზაციისა და ხელმძღვანელისათვის. სწორედ აღნიშნული საკითხის ცოდნის შემდეგ პიროვნებას ექნება ის უნარი, რომელიც საკითხის სწორად გაანალიზებასა და პრობლემის აღმოფხვრაში დაეხმარება.






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge, ug@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge, ug@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი