ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

სიახლეები


SHARE ON


12 April 2019
კონფერენცია: „ქართულ-გერმანული სამართლის დიალოგი-სისხლის სამართალი და ადამიანის უფლებები“

12-13 აპრილს, საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლამ, კიოლნის უნივერსიტეტთან, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდთან და ქართულ, გერმანული და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტთან ერთად გამართა კონფერენცია თემაზე: „ქართულ-გერმანული სამართლის დიალოგი- სისხლის სამართალი და ადამიანის უფლებები“.

ღონისძიება ქართულ-გერმანული სამართლის დიალოგის ეგიდით უკვე მეორედ ჩატარდა და მასში მონაწილეობა მიიღეს,როგორც ქართველმა, ასევე გერმანელმა ექსპერტებმა: ინსბრუკის, ნიურნბერგის, ჰაიდელბერგის, კიოლნის, ბოხუმის, უნივერსიტეტებიდან.

მოხსენებები და დისკუსიები შეეხო სისხლის სამართლისათვის მნიშვნელოვან სხვადასხვა საკითხს, მათ შორის:

  • სამართლის ევროპეიზაციის ფარგლები;
  • ნარკოტიკების მოხმარების სისხლისსამართლებრივი შეფასება;
  • პირადი სფეროს სისხლისსამართლებრივი დაცვა გერმანიაში;
  • სატრანსპორტო დანაშაულები ;
  • ბრალის პრინციპი გერმანიაში, სისხლის სამართალი და ხელოვნება.

ასევე, საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა კიოლნის უნივერსიტეტის პროფესორს სისხლის სამართლის მიმართულებით, მარტინ ვასმერს. პროფესორი მარტინ ვასმერი ინტენსიურად თანამშრომლობს საქართველოს უნივერსიტეტთან, მისი თანადგომით უკვე არაერთი გაცვლითი პროგრამა თუ ქართულ-გერმანული სამეცნიერო კონფერენცია განხორციელდა.






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge, ug@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge, ug@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი